საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ყველასთვის ყველაფერი გავხდი“
    საგუშაგო კოშკი — 2016 | დეკემბერი
    • 1955 წლის მაისის ერთ მშვენიერ დღეს, როცა მსახურებიდან შინ დავბრუნდით, მე და რეიმონდ ლიჩს ოთახში წერილების დასტა დაგვხვდა. წერილებიდან შევიტყვეთ, რომ სარაიონო ზედამხედველებად დაგვნიშნეს. მაშინ მხოლოდ 22 წლისა ვიყავი. ამ ახალმა დავალებამ მასწავლა, კიდევ როგორ შემეძლო „ყველასთვის ყველაფერი“ გავმხდარიყავი.

      დენტონ ჰოპკინსონი საჯარო მოხსენებას კითხულობს

      მოხსენებას ვკითხულობ ბიკოლი ენაზე ჩატარებულ სარაიონო კონგრესზე

      მაგალითად, როგორც სარაიონო ზედამხედველმა, ჩემი პირველი მოხსენება სოფლის მაღაზიის წინ, ღია ცის ქვეშ წავიკითხე. მალევე გავიგე, რომ იმ დროს ფილიპინელი ძმები საჯარო მოხსენებებს პირდაპირი გაგებით სახალხოდ კითხულობდნენ! კრებების მონახულებისას მოხსენებებს ვკითხულობდი პავილიონებში, ბაზრებში, მუნიციპალური შენობების წინ, კალათბურთის მოედნებზე, პარკებსა თუ ქუჩის კუთხეებში. ერთხელ ქალაქ სან-პაბლოში თავსხმა წვიმის გამო ბაზარში ვერ გამოვედი მოხსენებით, ამიტომ პასუხისმგებელ ძმებს შევთავაზე, რომ მოხსენებას სამეფო დარბაზში წავიკითხავდი. შეხვედრის შემდეგ მათ მკითხეს, შეიძლებოდა თუ არა ეს შეხვედრა საჯაროდ ჩათვლილიყო, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას არ ჩატარდა!

      მონახულების დროს და-ძმების სახლებში ვრჩებოდი. თუმცა მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, მათი სახლები ყოველთვის სუფთა იყო. ხშირად ხის იატაკზე დაფენილ ჭილოფზე მეძინა. დასაბანი ადგილი ღია ცის ქვეშ იყო მოწყობილი, ამიტომ ვისწავლე, როგორ მებანავა ისე, რომ სხვებს არ დავენახე. ვმგზავრობდი ადგილობრივი მიკროავტობუსით, ეგრეთ წოდებული ჯიპნით, და ავტობუსით, სხვა კუნძულებზე კი გემით გადავდიოდი. მთელი ამ წლების მანძილზე მანქანა არ მყოლია.

      ტაგალურის შესასწავლი კურსი არასდროს გამივლია. ენის სწავლაში სამქადაგებლო მსახურება და კრებების მონახულება დამეხმარა. მსახურებაში და კრების შეხვედრებზე ძმებს ყურადღებით ვუსმენდი და ისე ვსწავლობდი ენას. მათაც ძალიან უნდოდათ ჩემი დახმარება. მადლიერი ვიყავი, რომ ისინი მოთმინებას იჩენდნენ და გულწრფელ რჩევებს მაძლევდნენ.

  • „ყველასთვის ყველაფერი გავხდი“
    საგუშაგო კოშკი — 2016 | დეკემბერი
    • საოლქო ზედამხედველად დანიშვნის შემდეგ ახალ სიტუაციებს უნდა შევწყობოდი. იმ პერიოდში ძირითადად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვაჩვენებდით ფილმს „ახალი ქვეყნიერების ბედნიერი საზოგადოება“. ზოგჯერ პროექტორის შუქზე მოსული მწერები ხელს გვიშლიდნენ, რადგან პროექტორში ძვრებოდნენ. ჩვენების შემდეგ პროექტორის გაწმენდა საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. არც ჩვენების ორგანიზება იყო იოლი, თუმცა გვახარებდა იმის დანახვა, რომ ხალხს მოსწონდა იეჰოვას საერთაშორისო ორგანიზაციის გაცნობა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება