საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყველაფერი დავტოვე და ქრისტეს გავყევი
    საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
    • ვტოვებ ფილიპინებს და მივდივარ „გალაადში“

      1952 წელს მე და კიდევ ექვსი ძმა ფილიპინებიდან სკოლა „გალაადის“ მე-20 კლასში მიგვიწვიეს, რამაც უზომოდ გაგვახარა. შეერთებულ შტატებში ჩვენთვის ბევრი რამ სრულიად ახალი და უცხო იყო. ეს არც იყო გასაკვირი, მე ხომ ფილიპინების ერთ პატარა სოფელში ვიყავი გაზრდილი.

      ფელიქს ფახარდო სკოლა „გალაადში“ თანაკურსელებთან ერთად, 1952 წელი

      სკოლა „გალაადში“ თანაკურსელებთან ერთად

      მაგალითად, ვისწავლეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ჭურჭლის გამოყენება, რომლებიც მანამდე ნანახიც კი არ გვქონდა. რასაკვირველია, კლიმატიც სრულიად განსხვავებული იყო. ერთ დილას გარეთ რომ გავედი, გაკვირვებული დავრჩი, რადგან ყველაფერი გადათეთრებულიყო. მაშინ პირველად ვნახე თოვლი და აღმოვაჩინე, რომ ის ცივი, ძალიან ცივი იყო.

      თუმცა ამ ყველაფერთან შეგუება უმნიშვნელო ჩანდა იმ სიხარულთან შედარებით, რომელსაც „გალაადში“ სწავლა მანიჭებდა. ინსტრუქტორებს სწავლების კარგი მეთოდები ჰქონდათ. ვისწავლეთ ბიბლიის ღრმად გამოკვლევა. სწავლების ამ კურსმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემს სულიერ ზრდაში.

      სკოლა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ დროებით სპეციალურ პიონერად დამნიშნეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბანში, ბრონქსში. ამან შესაძლებლობა მომცა, დავსწრებოდი 1953 წლის ივლისში გამართულ კონგრესს „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება“, რომელიც ქალაქის ამავე რაიონში ტარდებოდა. კონგრესის შემდეგ ახალი დავალება მივიღე, ამიტომ ფილიპინებში დავბრუნდი.

  • ყველაფერი დავტოვე და ქრისტეს გავყევი
    საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება