-
განსაკუთრებული წელი აინშტაინის ცხოვრებაშიგამოიღვიძეთ! — 2005 | სექტემბერი 8
-
-
ფორმულა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
აინშტაინმა 1905 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა კიდევ ერთი ნაშრომი, რომელიც ფარდობითობის სპეციალური თეორიის მათემატიკურ დანამატად იქნა მიჩნეული. მასში შედიოდა ფორმულა E=mc2, რაც მოკლედ გადმოსცემდა აინშტაინის მიღწევებს. ამ ფორმულის თანახმად, ატომის დაშლის შედეგად მიღებული ენერგია უდრის სხეულის მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს.
-
-
განსაკუთრებული წელი აინშტაინის ცხოვრებაშიგამოიღვიძეთ! — 2005 | სექტემბერი 8
-
-
[დიაგრამა⁄სურათები 28 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
E სხეულის ენერგია
= უდრის
m სხეულის მასისა და
c2 სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს
c2 ნიშნავს c გამრავლებული c-ზე, ანუ 300 000 კმ/წმ გამრავლებული 300 000 კმ/წმ-ზე.
იმის გამო, რომ c2 ძალიან დიდი ციფრია (90 000 000 000), სხეულის მასის მცირე მოცულობა უზარმაზარ ენერგიად გარდაიქმნება. როდესაც ურანიუმის ატომი იყოფა, ის სწრაფად გარდაიქმნება ორ უფრო მცირე ზომის ატომად; ამავე დროს ის კარგავს მასის 0,1 პროცენტს. ეს უმცირესი ზომის ატომი გამოყოფს უზარმაზარ ენერგიას.
გამოთავისუფლებული ენერგია
ნებისმიერი ნივთიერება, რომლის მასაც მხოლოდ ერთი გირვანქაა (დაახლოებით 450 გრამი), მთლიანად გარდაიქმნება ენერგიად:
◼ რომელიც ტოლია 11 მილიარდი კილოვატი საათის.
◼ რომელიც საჭიროა დედამიწის გარშემო მანქანით 180 000-ჯერ შემოსავლელად.
◼ რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ უდიდესმა ტანკერმა დედამიწას 400-ჯერ შემოუაროს.
◼ რომელსაც მთელი შეერთებული შტატები ერთ დღეში მოიხმარს.
ასე ხდება უკუპროცესის დროსაც. ერთი ატომის შექმნას უზარმაზარი ენერგია სჭირდება.
-