საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა კურთხევებს არ იშურებს მათთვის, რომლებიც მის გზას იცავენ
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
    • 1950 წლის ივნისში, ერთი თვით ადრე, ვიდრე ჩვენი საქმიანობა ოფიციალურად აიკრძალებოდა, ბეთელში მომსახურე სხვა ძმებთან ერთად დამაპატიმრეს და მკაცრად დამკითხეს.

      მამაჩემი გემზე მუშაობდა, რომელიც რეგულარულად პოლონეთიდან ნიუ-იორკში დაცურავდა. გამომძიებლებმა გამოიყენეს ეს სიტუაცია და შეეცადნენ, მეღიარებინა, თითქოს მამაჩემი ამერიკის ჯაშუში იყო. ულმობელი დაკითხვისთვის უნდა გამეძლო. გარდა ამისა, ერთდროულად ოთხი გამომძიებელი ცდილობდა, რომ ჩვენება მიმეცა ძმა ვილჰელმ შაიდერის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროს პოლონეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას ხელმძღვანელობდა. ხელკეტებს ქუსლებში მირტყამდნენ. დასისხლიანებული იატაკზე ვეგდე და ვგრძნობდი, მეტის ატანა აღარ შემეძლო; ხმამაღლა ვთქვი: „იეჰოვა, დამეხმარე!“ ისინი, ვინც მირტყამდნენ, შეცბუნდნენ და ცემა შეწყვიტეს. მცირე ხნის შემდეგ მათ დაიძინეს. შვება ვიგრძენი; ძალა მომეცა. დავრწმუნდი, რომ იეჰოვა სიყვარულით პასუხობს თავის მსახურებს, რომლებიც მას შეჰღაღადებენ. ამან უფრო გამიძლიერა რწმენა და იეჰოვაზე სრულად მინდობა მასწავლა.

      დაკითხვის შემდეგ ცრუ ჩვენება დაწერეს. რადგან უკმაყოფილება გამოვთქვი, გამომძიებელმა მითხრა: „თავი სასამართლოში დაიცავი!“ საკანში ერთმა მამაკაცმა, რომელიც კეთილად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, მირჩია, ამაზე არ მედარდა; საბოლოო ჩვენება პროკურორის მიერ უნდა გადამოწმებულიყო, რაც შესაძლებლობას მომცემდა, ცრუ ჩვენება გამებათილებინა. და ეს ასეც მოხდა.

  • იეჰოვა კურთხევებს არ იშურებს მათთვის, რომლებიც მის გზას იცავენ
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
    • 1951 წლის აპრილის ერთ დღეს, კრების დამთავრების შემდეგ, ქუჩაში დამაპატიმრეს უშიშროების თანამშრომლებმა, რომლებიც მითვალთვალებდნენ. რადგან კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი ვთქვი, ქალაქ ბიდგოშჩის ციხეში წამიყვანეს და იმ ღამესვე დამკითხეს. მიბრძანეს, ექვსი დღე-ღამე კედელთან ვმდგარიყავი. არც საკვებს მაძლევდნენ და არც წყალს; ირგვლივ თამბაქოს ბოლი იდგა. ხელკეტით მცემდნენ და სხეულს სიგარეტით მიწვავდნენ. როდესაც გონება დავკარგე, წყალი შემასხეს და კვლავ განაგრძეს დაკითხვა. იეჰოვას ვეხვეწებოდი, რომ ძალები მოეცა; მე ვიგრძენი მისი მხარდაჭერა.

      ციხეში ყოფნას დადებითი მხარეც ჰქონდა. იქ მათთან ვქადაგებდი, რომლებთანაც ჭეშმარიტება სხვანაირად ვერ მიაღწევდა. მართლაც, ციხეში არაერთხელ მომეცა ქადაგების შესაძლებლობა. უიმედო მდგომარეობაში მყოფი პატიმრები სასიხარულო ცნობას ადვილად იღებდნენ.

  • იეჰოვა კურთხევებს არ იშურებს მათთვის, რომლებიც მის გზას იცავენ
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
    • ელოაიზ პრესტეკს, რომელიც ქალაქ კრაკოვში მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა, ისე სასტიკად მოეპყრნენ დაკითხვის დროს, რომ ციხის საავადმყოფოში მოხვდა. პატიმრები გაოცებულები იყვნენ იმით, რომ საშინელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, ძმა პროსტაკი სიმტკიცეს ინარჩუნებდა. პატიმრები მას დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო იურისტი ვეტელდ ლეს-ელშევსკი, რომელზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძმა პრესტეკის სიმტკიცემ. მას იურისტი რამდენჯერმე ესაუბრა და დაჰპირდა: „როგორც კი გამათავისუფლებენ და ნებას დამრთავენ, კვლავ განვაგრძო ჩემი საქმე, დიდი სიამოვნებით დავიცავ იეჰოვას მოწმეებს“. მან შეასრულა დანაპირები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება