-
ხალხს ბიბლიას უმალავდნენგამოიღვიძეთ! — 2011 | დეკემბერი
-
-
1199 წელს პაპმა ინოკენტ III-მ იმ „ერეტიკოსებზე“, რომლებმაც ბიბლია ფრანგულ ენაზე თარგმნეს და მასზე მსჯელობა გაბედეს, იესოს შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს“ (მათე 7:6). რისი თქმა უნდოდა ამით პაპს? „უბრალო და უსწავლელი ადამიანი ისე არ უნდა გაკადნიერდეს, რომ დიდებული წმინდა წერილების თარგმნა ან ქადაგება დაიწყოს“. ვინც პაპის ბრძანებას გადავიდოდა, ხშირად ინკვიზიტორების ხელში ვარდებოდა, რომლებიც წამებითა და იძულებით ათქმევინებდნენ აღსარებას დამნაშავეს. ვინც აზრს არ შეიცვლიდა, კოცონზე ცოცხლად წვავდნენ.
იმ პერიოდში, როცა ბიბლია ხალხისთვის ისედაც აკრძალული იყო, ბევრი პაპ ინოკენტის ამ წერილს იმისთვის იყენებდა, რომ უფრო თამამად აეკრძალა ბიბლია და მისი სხვა ენებზე თარგმნა. პაპის დადგენილებიდან მალევე მასიურად დაიწყო იმ ენებზე ნათარგმნი ბიბლიების დაწვა, რომელ ენებზეც უბრალო ადამიანები საუბრობდნენ. სამღვდელოება არც მათ ინდობდა, ვისაც ბიბლიას უპოვიდა — მათ თავიანთივე ბიბლიებთან ერთად აბრიალებულ ცეცხლში ბუგავდნენ. შემდგომ საუკუნეებში ეპისკოპოსები და კათოლიკური ევროპის მმართველები ყველანაირ ღონეს ხმარობდნენ, რომ პაპ ინოკენტ III-ის დადგენილება მკაცრად დაეცვათ.
-
-
ხალხს ბიბლიას უმალავდნენგამოიღვიძეთ! — 2011 | დეკემბერი
-
-
1199 წელი
პაპი ინოკენტ III ერეტიკოსად აცხადებდა ყველას, ვინც გაბედავდა ბიბლიის თარგმნას და მასზე მსჯელობას. ხშირად, ვინც პაპის ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, აწამებდნენ და კლავდნენ
-