საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბრძანებულებები, რომლებმაც გაყო კონტინენტები
    გამოიღვიძეთ! — 2015 | მარტი
    • ბრძანებულებები, რომლებმაც გაყო კონტინენტები

      პაპი ალექსანდრე VI

      მას შემდეგ, რაც 1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკაში პირველი მოგზაურობა დაასრულა, ესპანეთისა და პორტუგალიის მონარქები ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ ვინ დაეპატრონებოდა ახლად აღმოჩენილ მიწებს და ვინ განაგებდა იქ სავაჭრო საქმეებს. ესპანეთმა ამ უთანხმოების მოსაგვარებლად პაპ ალექსანდრე VI-ს მიმართა.

  • ბრძანებულებები, რომლებმაც გაყო კონტინენტები
    გამოიღვიძეთ! — 2015 | მარტი
    • პრინცი ჟუანი, რომელიც ახლა უკვე პორტუგალიის მეფე გახლდათ და ჟუან II იწოდებოდა, ამტკიცებდა, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწები პორტუგალიას ეკუთვნოდა. ესპანეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ აზრს. ამიტომ თხოვნით მიმართა ახლად არჩეულ პაპს, ალექსანდრე VI-ს, რათა მათთვის მიენიჭებინა ამ ტერიტორიების კოლონიზაციისა და ადგილობრივების ქრისტიანობაზე მოქცევის უფლებამოსილება.

      კალმის ერთი მოსმით პაპმა ალექსანდრე VI-მ მსოფლიო ორად გაყო

      საპასუხოდ ალექსანდრე VI-მ გამოსცა სამი ოფიციალური ბრძანებულება. პირველი ბრძანებულება „ყოვლისშემძლე ღვთის უფლებამოსილებით“ ესპანეთს ახალი ტერიტორიების მუდმივ მფლობელად აცხადებდა. მეორე ბრძანებულებით, მწვანე კონცხის კუნძულებიდან დასავლეთით, 560 კილომეტრის რადიუსში, გაივლო ჩრდილო-სამხრეთის გამყოფი ხაზი. ალექსანდრეს თქმით, ხაზის დასავლეთით აღმოჩენილი ან მომავალში აღმოსაჩენი ტერიტორიები ესპანეთის საკუთრებად გამოცხადდებოდა. კალმის ერთი მოსმით პაპმა კონტინენტები ორად გაყო. მესამე ბრძანებულებით კი, ესპანეთის ძალაუფლება პაპმა აღმოსავლეთით, ინდოეთამდე განავრცო. ამან, რაღა თქმა უნდა, აღაშფოთა პორტუგალიის მეფე ჟუან II, რომლის მეზღვაურებმაც ის-ის იყო წარმატებით შემოუარეს სამხრეთ აფრიკას და ამგვარად, ინდოეთის ოკეანეშიც განავრცეს თავიანთი მონოპოლია.

  • ბრძანებულებები, რომლებმაც გაყო კონტინენტები
    გამოიღვიძეთ! — 2015 | მარტი
      • 1493 წელს რომის პაპმა ალექსანდრე VI-მ ატლანტის ოკეანეში გამყოფი ხაზი გაავლო, რის შედეგადაც ამ ხაზის დასავლეთით აღმოჩენილი მიწები ესპანეთის საკუთრებად ცხადდებოდა.

      • ალექსანდრეს ბრძანებულებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების საფუძველზე ესპანეთი ახალ მიწებს თავის საკუთრებად აცხადებდა.

  • ბრძანებულებები, რომლებმაც გაყო კონტინენტები
    გამოიღვიძეთ! — 2015 | მარტი
    • „დასავლეთის ქედმაღლობა“

      ორად გახეული მსოფლიოს რუკა

      „შესაძლოა დღეს წარმოუდგენლად მიგვაჩნია ის ფაქტი, თუ როგორ გაუყო რომის პაპმა მსოფლიო ორ პატარა ევროპულ სამეფოს. მაგრამ ეს იყო დასავლეთის ქედმაღლობის თვალსაჩინო მაგალითი“, — აღნიშნავს თავის ნაშრომში ისტორიკოსი ბარნაბი როჯერსონი. პაპის ბრძანებულება „ის ნაპერწკალი იყო, რომელმაც კოლონიური იმპერიების ულმობლობისა და სისასტიკის ცეცხლი გააჩაღა“, — დასძენს როჯერსონი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება