-
რატომ არის პორნოგრაფია ასე ფართოდ გავრცელებული?გამოიღვიძეთ! — 2003 | აგვისტო 8
-
-
ზოგიერთი ექიმის აზრით, პორნოგრაფიამ ადამიანი შეიძლება იმდენად გაიტაცოს, რომ მისგან განკურნება გაცილებით რთული იყოს, ვიდრე — ნარკომანიისგან. ნარკომანის მკურნალობას, ჩვეულებრივ, დეტოქსიკაციით იწყებენ, რაც მისი ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდას გულისხმობს. მაგრამ პორნოგრაფიით გატაცება, როგორც პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომელი, დრ. მერი-ენ ლეიდენი განმარტავს, „იწვევს ცოცხალი აზრობრივი სურათების წარმოქმნას, რომლებიც სამუდამოდ იბეჭდება ადამიანის გონებაში და ტვინის ბიოქიმიური სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი ხდება“. აი რატომაა, რომ ზოგს წლების შემდეგაც კი შეუძლია მსგავსი კადრების გონებაში ნათლად აღდგენა. დრ. ლეიდენი ასკვნის: „[პორნოგრაფია] არის ერთადერთი ნარკოტიკი, რომლის ორგანიზმიდან გამოყვანაც შეუძლებელია“.
-
-
რა ზიანი მოაქვს პორნოგრაფიას?გამოიღვიძეთ! — 2003 | აგვისტო 8
-
-
დრ. ვიქტორ კლაინმა, პროფესიით სექსოპათოლოგმა, შენიშნა, რომ პორნოგრაფიის ყურება თანდათანობით გადადის ჩვევაში. ყველაფერი პორნოგრაფიული მასალის ეპიზოდური ყურებით იწყება და თუ ადამიანი თავს ვერ მოთოკავს, საბოლოოდ შეიძლება უკიდურესად ვულგარული მასალის ყურება დაიწყოს. კლაინის თქმით, ამან შესაძლოა სქესობრივ გაუკუღმართებამდე მიიყვანოს იგი. ამავე აზრს იზიარებენ მეცნიერები, რომლებიც ადამიანის ქცევას სწავლობენ. კლაინი ამბობს, რომ „ასეთნაირად, ადამიანს სქესობრივი გაუკუღმართების ნებისმიერი ფორმა შეიძლება განუვითარდეს . . . და თუნდაც ძალიან ქენჯნიდეს სინდისი, თავს ვეღარ დააღწევს მას“. ის შეიძლება პორნოგრაფიით შთაგონებული უზნეო ფანტაზიების რეალობად ქცევას შეეცადოს, რასაც, ხშირად, დამღუპველი შედეგები მოსდევს.
კლაინის აზრით, ასეთი გაუკუღმართება შეიძლება თანდათანობით და შეუმჩნევლად მოხდეს. იგი ამბობს: „ის ავთვისებიანი სიმსივნესავით იზრდება და ვრცელდება. თავისით ძალიან იშვიათად იკურნება, ხოლო მისი მკურნალობა ძალიან ძნელია. მამაკაცები, როგორც წესი, უარყოფენ, რომ პრობლემა აქვთ და უარს ამბობენ მასთან ბრძოლაზე. ამას კი, თითქმის ყოველთვის მოსდევს ცოლთან უთანხმოება — ზოგჯერ გაყრაც — და ხანდახან სხვა ახლობლებთან ურთიერთობის გაფუჭება“.
-