-
მას არასდროს უნანია სიყმაწვილეში მიღებული გადაწყვეტილებასაგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ოქტომბერი
-
-
ვინაიდან გულმოდგინედ ვქადაგებდი, საბჭოთა უსაფრთხოების სამსახურს კვლავ სურდა ჩემი დაპატიმრება. სწორედ მაშინ ძმებმა, რომლებიც ლიტერატურის ბეჭდვაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, მთხოვეს, რომ დავხმარებოდი და ეს საქმე იატაკქვეშეთში შემესრულებინა. მაშინ 24 წლის გახლდით.
ლიტერატურის ბეჭდვა
იმ დროს მოწმეები ხშირად ამბობდნენ: „თუ სამეფოს საქმე მიწის ზემოთ აიკრძალება, ის მიწის ქვეშ მაინც გაგრძელდება“ (იგავ. 28:28). მაშინ ჩვენი პუბლიკაციები ძირითადად, მიწისქვეშეთში იბეჭდებოდა ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებაც არავინ უწყოდა. ჩემი პირველი „კაბინეტი“ გახლდათ ბუნკერი, რომლის თავზეც ჩემი უფროსი ძმა დიმიტრი ცხოვრობდა. ზოგჯერ ისეც მომხდარა, რომ ორი კვირის განმავლობაში საერთოდ არ გამოვსულვარ ბუნკერიდან. როცა ოთახში უჟანგბადობის გამო ნავთის ლამპა ქრებოდა, ვწვებოდი და ველოდი, როდის შეივსებოდა ოთახი ჟანგბადით
ბუნკერის ესკიზები, სადაც ნიკოლაი ლიტერატურის ასლებს ამზადებდა
-
-
მას არასდროს უნანია სიყმაწვილეში მიღებული გადაწყვეტილებასაგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ოქტომბერი
-
-
სირთულეები იატაკქვეშეთში
იატაკქვეშეთში ლიტერატურის ბეჭდვა ციხეში ჯდომაზე რთული იყო. კა-გე-ბე-ს კვალი რომ არ აეღო, 7 წლის მანძილზე კრების შეხვედრებს ვერ ვესწრებოდი; აქედან გამომდინარე, სულიერობაზე თავად უნდა მეზრუნა. ჩემს ოჯახს მხოლოდ მაშინ ვხედავდი, როცა მათთან სტუმრად მივდიოდი, რაც იშვიათად ხდებოდა. თუმცა მათ ესმოდათ ჩემი; ეს ძალიან მამხნევებდა. გამუდმებულმა სტრესმა გამომფიტა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. მაგალითად, ერთ საღამოს, სახლში, სადაც ღამეს ვათევდი, თავს ორი მილიციელი დაგვადგა. მე სახლის უკანა ფანჯრიდან გადავხტი და ტყეს მივაშურე. როცა მინდორში გავრბოდი, უცნაური წუილი შემომესმა. როდესაც გასროლის ხმა გავიგე, მივხვდი, რომ ჩემს ზურგს უკან ტყვიები ზუზუნებდნენ! ერთ-ერთი მდევარი ცხენს მოახტა და მანამ მესროდა, სანამ ტყვია-წამალი არ გამოელია. ერთი ტყვია მხარში მომხვდა. მდევარმა 5 კილომეტრი მდია, მაგრამ მაინც დავუსხლტი ხელიდან და ტყეში მივიმალე. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე გავიგე, რომ თურმე მათ ჩემთვის 32 ტყვია უსვრიათ.
იატაკქვეშეთში დიდხანს მომიწია ყოფნა, ამიტომ სახეზე ძალიან ფერმკრთალი ვიყავი. ერთი შეხედვაც საკმარისი იყო იმის მისახვედრად, თუ რა საქმით ვიყავი დაკავებული. ამიტომ ვცდილობდი, რაც შეიძლება დიდხანს ვყოფილიყავი მზეზე. იატაკქვეშეთში მუშაობამ ჩემს ჯანმრთელობასაც ავნო. ერთხელ მნიშვნელოვან შეხვედრას გამოვაკლდი იმის გამო, რომ ცხვირ-პირიდან სისხლდენა ვერ შევიჩერე.
-