-
„ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი“?საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 იანვარი
-
-
თანამედროვე იეჰუ და იონადაბი
5. ა) რა ცვლილებები მოელის მალე მთელ კაცობრიობას? ბ) ვინ არის დიდი იეჰუ და ვინ არის დედამიწაზე მისი წარმომადგენელი?
5 დღესაც, მალე მთელი კაცობრიობის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება, ისევე როგორც ეს ისრაელში ძვ. წ. 905 წელს მოხდა. უკვე ახლოს არის ის დრო, როდესაც იეჰოვა დედამიწას განწმენდს სატანის გავლენის ყველა ცუდი შედეგისგან, ცრუ რელიგიის ჩათვლით. ვინ არის თანამედროვე იეჰუ? სხვა არავინ, თუ არა იესო ქრისტე, რომლის შესახებაც ნაწინასწარმეტყველებია: „წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით. და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი“ (ფსალმუნი 44:4, 5). დედამიწაზე იესოს წარმომადგენლები ‘ღვთის ისრაელი’, ცხებული ქრისტიანები არიან, „რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა“ (გალატელთა 6:16; გამოცხადება 12:17). ათას ცხრას ოცდაორი წლიდან იესოს ცხებული ძმები უშიშრად აცხადებენ იეჰოვას მომავალი სამსჯავრო მოქმედების შესახებ (ესაია 61:1, 2; გამოცხადება 8:7–9:21; 16:2–21).
-
-
„ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი“?საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 იანვარი
-
-
8. როგორ ამჟღავნებენ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტი თაყვანისცემისადმი თავგამოდებას?
8 იეჰუს ეტლს დიდი სისწრაფით მტარებლის სახელი ჰქონდა გავარდნილი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ის თავგამოდებით ასრულებდა დავალებას (მეოთხე მეფეთა 9:20). იესოზე, დიდ იეჰუზე, ნათქვამია, რომ ის მოშურნეობამ ‘დაღრღნა’ (ფსალმუნი 68:10). გასაკვირი არ არის, რომ დღევანდელი ქრისტიანები, ცნობილი არიან თავიანთი მოშურნეობით. ყველგან, კრებაში თუ საჯაროდ, ისინი ‘ქადაგებენ სიტყვას, დაჟინებით, როგორც კეთილსასურველ პირობებში, ისე ძნელბედობის დროსაც’ (2 ტიმოთე 4:2, აქ).
-