-
ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
18, 19. ა) რას უგზავნიდა იეჰოვა ისრაელებს? ბ) რომელი მანანა ‘იყო დაფარული’? გ) რას ნიშნავს „დაფარული მანანის“ ჭამა?
18 მოსეს დროს უდაბნოში ხეტიალისას იეჰოვა მანანით კვებავდა ისრაელებს. ის მანანა არ ყოფილა დაფარული. ყოველ დილით, შაბათის გარდა, მანანა თრთვილივით ეფინებოდა მიწას სასწაულებრივად. ეს ღვთისგან მოვლენილი საკვები ისრაელებს სიცოცხლეს უნარჩუნებდა. იეჰოვამ მოსეს უბრძანა, რომ „თაობიდან თაობაში“ გადასაცემად ეს „პური“ სამახსოვროდ შეენახა ოქროს დოქში, რომელიც შეთანხმების წმინდა კიდობანში იდო (გამოსვლა 16:14, 15, 23, 26, 33; ებრაელები 9:3, 4).
19 მართლაც შესანიშნავი სიმბოლოა! მანანა ‘დაფარული იყო’ კარვის წმინდათაწმინდაში, სადაც კიდობნის სახურავს სასწაულებრივი სინათლე ეფინებოდა, რაც იეჰოვას იქ ყოფნაზე მიუთითებდა (გამოსვლა 26:34). არავის შეეძლო იმ წმინდა ადგილას შესვლა „დაფარული მანანის“ საჭმელად. მაგრამ როგორც იესომ თქვა, „მძლეველი“ ცხებულები, მისი მიმდევრები შეჭამდნენ „დაფარულ მანანას“. ქრისტეს მსგავსად ისინიც შევიდოდნენ „არა ხელთქმნილ წმინდა ადგილას, რომელიც ჭეშმარიტის ანარეკლია, არამედ თვით ზეცაში“ (ებრაელები 9:12, 24). აღდგომისას ისინი იეჰოვასგან სასწაულებრივ ძღვენს მიიღებენ და უხრწნელობითა და უკვდავებით შეიმოსებიან. სწორედ ამის სიმბოლური სახეა ის, რომ მათ უხრწნელი „დაფარული მანანა“ ეძლევათ. მართლაც დიდი პატივი ხვდა წილად ‘მძლეველთა’ ამ მცირე ჯგუფს! (1 კორინთელები 15:53—57).
-
-
ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[სურათი 45 გვერდზე]
მანანა ინახებოდა შეთანხმების კიდობანში. „მძლეველი“ ცხებულებისთვის სიმბოლური, დაფარული მანანის მიღება უკვდავებას ნიშნავს.
-