საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/11 გვ. 4
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
km 9/11 გვ. 4

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, განიხილეთ ტრაქტატი „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“ და შეეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. ნოემბერში: „რას გვამცნობს ბიბლია?“ ან ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა. დეკემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ, პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი და არ სურს ბიბლიის შესწავლის დაწყება, მაუწყებელს შეუძლია შესთავაზოს ჟურნალის ძველი ნომერი ან მობინადრისთვის საინტერესო ნებისმიერი ბროშურა.

◼ 2012 წელს გახსენების საღამოსთან დაკავშირებული მოხსენება წარმოითქმება 2 აპრილით დაწყებულ კვირაში. მოხსენების სათაური მოგვიანებით გამოქვეყნდება. სპეციალური მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა წარმოითქვას გახსენების საღამომდე.

◼ მაუწყებლებს, რომლებიც 2012 წლის მარტში დამხმარე პიონერებად იმსახურებენ შესაძლებლობა ეძლევათ ამ თვეში იმსახურონ 30 ან 50 საათი. გარდა ამისა, თუ მარტში სარაიონო ზედამხედველი ინახულებს თქვენს კრებას, ყველას, ვინც დამხმარე პიონერად მსახურობს, შეუძლია პიონერებთან შეხვედრას ბოლომდე დაესწროს.

◼ სექტემბრიდან დაწყებული სარაიონო ზედამხედველები გამოვლენ ახალი საჯარო მოხსენებით: „გაერთიანდი ღვთის ბედნიერ ხალხთან“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება