განცხადებები
გასავრცელებელი ლიტერატურა ივნისში: წიგნები „შემოქმედი“ და „ოჯახური ბედნიერება“. ივლისსა და აგვისტოში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა: „ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“, „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „უნდა გწამდეს სამება?“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“ და „წიგნი ყველასთვის“. სექტემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ეცადე, პირველივე მონახულებისას დაიწყო ბიბლიის შესწავლა. თუ მობინადრე იტყვის, რომ უკვე აქვს ეს წიგნი, მოკლედ აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა და დაანახვე, რა სარგებლობა მოაქვს მას. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს უჩვენე მას ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“. მასთან ერთად იმსჯელე ამ ტრაქტატზე და მიზნად გქონდეს ბიბლიის შესწავლის დაწყება.
◼ სექტემბრიდან სარაიონო ზედამხედველები გამოვლენ საჯარო მოხსენებით, რომლის სათაურია „რატომ არის ბიბლია სანდო წიგნი?“
◼ რეკომენდებულია, რომ განცხადება პიონერული მსახურების შესახებ ოფისს გაეგზავნოს პიონერული მსახურების დაწყებამდე სულ მცირე 30 დღით ადრე. პიონერული მსახურების განცხადების ოფისში გაგზავნამდე კრების მდივანმა უნდა შეამოწმოს, რომ ის სრულად არის შევსებული. თუ მას, ვისაც პიონერად მსახურება სურს, ზუსტად არ ახსოვს ნათლობის თარიღი, მაშინ მიახლოებით უნდა ჩაწეროს თარიღი და დამახსოვრების მიზნით ჩაინიშნოს. მდივანმა ეს მიახლოებითი თარიღი მაუწყებლის ანგარიშის ბარათში (S-21) უნდა ჩაწეროს.
◼ ლიტერატურისა და ჟურნალების წლიური აღწერა ყველა კრებაში უნდა ჩატარდეს 2007 წლის 31 აგვისტომდე ან რაც შეიძლება მალე. ეს აღწერა ლიტერატურის კოორდინატორის მიერ ყოველთვიური აღწერის მსგავსად ტარდება; აღწერის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს ლიტერატურის აღწერის ბლანკში (S-18). ჟურნალების საერთო რაოდენობის გაგება შეიძლება ჟურნალებზე პასუხისმგებელი ძმ(ებ)ისგან. აღწერა უნდა ჩატარდეს მაკოორდინირებელი კრების მდივნის მეთვალყურეობით. ბლანკზე ხელი უნდა მოაწეროს მდივანმა და ამავე კრების თავმჯდომარე ზედამხედველმა. ყოველი მაკოორდინირებელი კრება ლიტერატურის აღსაწერად მიიღებს ბლანკის სამ ეგზემპლარს. გთხოვთ, ორიგინალი გაგზავნოთ ოფისში არა უგვიანეს 6 სექტემბრისა, ბლანკის მეორე ეგზემპლარი არქივში შეინახეთ, მესამე კი სამუშაო ქაღალდად გამოიყენეთ.
◼ გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ 2007 წლის თებერვალში დაფიქსირდა პიონერების უმაღლესი რიცხვი — 2 135. ეს 29-ით აღემატება 2007 წლის იანვარში მიღწეულ პიონერების უმაღლეს რიცხვს.
◼ გორის რაიონის სოფელ ორთაშენში აშენდა სამეფო დარბაზი. 2007 წლის 3 მარტს მიძღვნის პროგრამას დაესწრო 172 ადამიანი.