საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 2/02 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
km 2/02 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა თებერვალში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან კრების ლიტერატურის მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებას. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. იქ, სადაც განმეორებითი მონახულებისას ინტერესს გამოავლენენ, შევთავაზოთ ბროშურა „რას მოითხოვს“ და შევეცადოთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას.

◼ გაუნაწილებელ ტერიტორიაზე ქადაგებისას მაუწყებლებს შეუძლიათ გაავრცელონ წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, შეგიძლიათ სხვა შესთავაზოთ. ყველამ უნდა ატაროს სხვადასხვანაირი ტრაქტატები მათთვის, ვინც სახლში არ ხვდებათ, ან ვინც არ იღებს ლიტერატურას. ინტერესის გაღვივებას მთელი ძალ-ღონე უნდა მოხმარდეს, განსაკუთრებით იმ უბნებში, რომლებიც გაუნაწილებელია და რომლებსაც ახლომდებარე კრებები ამუშავებენ.

◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიშები 1 მარტს ან ამ თარიღიდან რაც შეიძლება მალე. მორიგი საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში განცხადება უნდა გაკეთდეს ჩატარებული შემოწმების შესახებ.

◼ მდივანმა და სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა გადახედონ პიონერთა საქმიანობის შედეგებს. თუ რომელიმეს უჭირს საათების ნორმის შესრულება, უხუცესებმა უნდა იზრუნონ დახმარებაზე. რჩევებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ყოველწლიური წერილები (S-201). აგრეთვე იხილე 1993 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართის მე-12—მე-20 აბზაცები (რუს.).

◼ მდივანმა უნდა იზრუნოს, რომ რეგიონალურმა საამშენებლო კომიტეტმა იცოდეს ყველა იმ მონათლული მაუწყებლის მდგომარეობა, რომლებმაც შეავსეს „სამეფო დარბაზების მშენებლობაზე დროებითი, ნებაყოფლობითი მომუშავეების ანკეტა“ (S-82). როდესაც მოხალისის მდგომარეობა იცვლება, მაგალითად, როცა იცვლის საცხოვრებელ ადგილს, ინიშნება თანაშემწედ ან უხუცესად, მაშინვე უნდა შეივსოს ახალი ბლანკი წარსადგენად. თუ მოხალისის მისამართი ან ტელეფონი შეიცვალა, ან, თუ ის აღარ არის სამაგალითო მაუწყებელი, უხუცესებმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა შეატყობინონ ამის შესახებ რეგიონალურ კომიტეტს.

◼ 2002 წლის გახსენების საღამოს სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოითქმება კვირას, 14 აპრილს. მოხსენება იქნება თემაზე «გახსოვდეთ, რომ ახლოა „საშინელი დღე“!». მოხსენების გეგმას მიიღებთ. იმ კრებებში, რომლებსაც ამ კვირადღეს სარაიონო ზედამხედველის მონახულება ან კონგრესი ექნებათ, სპეციალური მოხსენება მომდევნო კვირაში წაიკითხება. ეს მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა წარმოითქვას 2002 წლის 14 აპრილამდე.

◼ კრებებს შეუძლიათ ახლავე შეუკვეთონ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების ინდექსი 1996—2000“ რუსულ ენაზე (dx96—00-U, ნივთი №5800). რადგან ეს განსაკუთრებული შეკვეთის პუბლიკაციაა, არ უნდა შევუკვეთოთ კრების მარაგში დასადებად. „ინდექსის“ მიღებამდე ის გზავნილთა სიაში (опись отпровляемого) აღნიშნული იქნება, როგორც заказ регистрирован.

◼ რუმინულ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ (bi7-M) გარდა, რომელიც საზოგადოებამ თარგმნა და გამოუშვა, შესაძლებელია ბიბლიის შეკვეთა რუმინულ ენაზე. მასში შედის როგორც ქრისტიანულ-ბერძნული, აგრეთვე ებრაული წერილები. თუმცა ამ ბიბლიას (bi, №3100) საზოგადოება არ უშვებს.

◼ ახალი პუბლიკაციები:

„ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II“ — ტამილური

„ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?“ — მონღოლური

„ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ (პატარა ფორმატი) — ლიტვური

◼ ახალი აუდიოკასეტები:

„პატივი მიაგეთ იეჰოვას ხელმძღვანელობას“ — პოლონური

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება