საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საკუთარი სიტყვებით გადმოცემა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • ზოგი გამომსვლელი მასალის საკუთარი სიტყვებით გადმოცემისგან თავს იმის გამო იკავებს, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვების შერჩევას. მართალია, სიტყვებს ისეთივე სიზუსტით ვერ შეარჩევ და ვერც გრამატიკულ წესებს დაიცავ ისე, როგორც მზა ტექსტით გამოსვლისას გააკეთებდი. სამაგიეროდ სასაუბრო სტილით გადმოსცემ მასალას, რაც ამ ხარვეზებს გადაფარავს. მსმენელი უფრო სწრაფად აღიქვამს ადვილად გასაგები სიტყვებითა და მარტივი წინადადებებით გადმოცემულ აზრებს. კარგად თუ მოემზადები და ფრაზების დაზეპირების ნაცვლად აზრებს გაიმეორებ, სიტყვების ძებნა არ მოგიწევს და აზრებს ბუნებრივად გამოხატავ. გარდა ამისა, თუ ყოველდღიურ საუბრებშიც მიაქცევ ყურადღებას აზრების სწორად გამოხატვას, სცენაზე გამოსვლის დროს აღარ გაგიჭირდება საკუთარი სიტყვებით გადმოცემა.

  • საკუთარი სიტყვებით გადმოცემა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • გამოსვლისთვის მომზადებას, ალბათ, საკმაოდ დიდი ძალისხმევა მოახმარე. ახლა უკვე გაქვს შინაარსიანი და ლოგიკურად განლაგებული მასალა. მისი გამართულად გადმოცემაც არ გაგიჭირდება. მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება შენი გამოსვლა, თუ მსმენელი დროდადრო გონებით სხვაგან იქნება და ყველაფერს არ მოისმენს? განა შეძლებ მათ გულებამდე მასალის მიტანას, თუ შენი ლაპარაკის ყურადღებით მოსმენა გაუჭირდებათ?

      რა იწვევს ასეთ პრობლემას? სხვადასხვა ფაქტორი. ხშირ შემთხვევაში მიზეზი ის არის, რომ გამომსვლელი აზრებს საკუთარი სიტყვებით არ გადმოსცემს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხშირად იხედება ჩანაწერებში ან ოფიციალურად ლაპარაკობს. ეს პრობლემები პირდაპირ უკავშირდება მომზადების პროცესს.

      თუ ჯერ მთლიანად დაწერ ტექსტს, ხოლო შემდეგ მის გეგმას შეადგენ, ალბათ, გაგიჭირდება მასალის შენი სიტყვებით გადმოცემა. რატომ? იმიტომ, რომ უკვე განსაზღვრული გაქვს, რა სიტყვებით უნდა გამოხატო აზრები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლაპარაკის დროს გეგმით იხელმძღვანელებ, ტექსტში გამოყენებული სიტყვების გახსენებას შეეცდები და მასზე იქნები დამოკიდებული. წერის დროს უფრო ოფიციალურ ენასა და რთულ წინადადებებს ვიყენებთ, ვიდრე ყოველდღიურ საუბარში. სწორედ ეს მოახდენს გავლენას შენს გამოსვლაზე.

      ტექსტის დაწერის ნაცვლად შეეცადე შემდეგი რჩევების გათვალისწინებას: 1) შეარჩიე თემა და მთავარი აზრები, რომლებზეც ამ თემას ააგებ. მოკლე განხილვისათვის საკმარისი იქნება ორი მთავარი აზრი, შედარებით ვრცელისათვის კი — ოთხი-ხუთი; 2) თითოეული მთავარი აზრის ქვეშ მიუთითე ბიბლიური მუხლები, რომლებსაც მის განსავითარებლად გამოიყენებ; აგრეთვე ჩაინიშნე მაგალითები და ძირითადი არგუმენტები; 3) მოიფიქრე, რას იტყვი შესავალში. შეგიძლია სრულად დაწერო ერთი-ორი წინადადება. მოამზადე დასკვნაც.

      გამოსვლისთვის მომზადება აუცილებელია, მაგრამ ნუ ეცდები მთელი მასალის სიტყვასიტყვით გამეორებას იმ მიზნით, რომ ზეპირად დაიმახსოვრო. საკუთარი სიტყვებით რომ შეძლო მასალის გადმოცემა, მომზადებისას ყურადღება სიტყვებზე კი არა, აზრებზე უნდა გაამახვილო. სწორედ აზრები უნდა გაიმეორო, რათა გონებაში ჩაგებეჭდოს და ფიქრი არ დაგჭირდეს ერთი აზრიდან მეორეზე გადასასვლელად. თუ მასალა ლოგიკურად ჩამოყალიბებული გექნება, ლაპარაკის დროს აზრები თავისთავად გაგახსენდება.

      რატომ არის უმჯობესი საკუთარი სიტყვებით გადმოცემა. საკუთარი სიტყვებით გადმოცემის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ამ დროს ადამიანებს ადვილად გასაგები ენით ელაპარაკები და მათ უადვილდებათ ნათქვამზე რეაგირება. შენი გამოსვლა მსმენელისთვის უფრო ცოცხალი და საინტერესო ხდება.

      გადმოცემის ეს მეთოდი შესაძლებლობას მოგცემს, მაქსიმალურად შეინარჩუნო მსმენელთან მხედველობითი კონტაქტი. ეს კი მასთან ურთიერთობას გაგიადვილებს. თუ ყოველი წინადადების შემდეგ ჩანაწერებში ჩახედვა არ დაგჭირდება, მსმენელი დაინახავს, რომ კარგად იცი თემა და გულწრფელად ხარ დარწმუნებული იმაში, რასაც ამბობ. ამგვარად, საკუთარი სიტყვებით გადმოცემის წყალობით, ბუნებრივად, სულითა და გულით ილაპარაკებ და მსმენელის გულამდე მიიტან მასალას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება