-
ბუნებრიობამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გაკვეთილი 14
ბუნებრიობა
ბუნებრივად თუ ილაპარაკებ, მსმენელი შენდამი ნდობით განეწყობა. როგორ ფიქრობ, შესაძლებელია ნიღაბაფარებული ადამიანის სიტყვების სერიოზულად მიღება? გაგიადვილდებოდა ასეთი ადამიანის დაჯერება, თუ ნიღაბი მის ბუნებრივ სახეზე ლამაზი იქნებოდა? ალბათ, არა. ამიტომაც ნუ გაიკეთებ ნიღაბს. იყავი ისეთი, როგორიც ხარ.
ბუნებრიობა დაუდევრობაში არ უნდა აგვერიოს. ცხადია, არასასურველია გრამატიკული შეცდომების დაშვება, სიტყვების არასწორად წარმოთქმა და გაურკვევლად ლაპარაკი. ჟარგონებსაც უნდა მოვერიდოთ. ჩვენი მიზანია, რომ ყოველთვის ღირსეულად ვლაპარაკობდეთ და ვიქცეოდეთ. ბუნებრივად რომ ილაპარაკო, არც ზედმეტად ოფიციალური უნდა იყო და არც მეტისმეტი უნდა იფიქრო იმაზე, თუ როგორ მოახდინო სხვებზე შთაბეჭდილება.
-
-
ბუნებრიობამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
ბუნებრიობა სცენაზე. სცენიდან, ჩვეულებრივ, უმჯობესია სასაუბრო სტილით ლაპარაკი. ცხადია, თუ აუდიტორია მრავალრიცხოვანია, უფრო ძლიერი ხმით უნდა ილაპარაკო. თუ მთელი მოხსენების დაზეპირებას შეეცდები ან დაწვრილებითი ჩანაწერებით იხელმძღვანელებ, წინასწარ შერჩეულ სიტყვებზე მეტისმეტს იფიქრებ. სწორი სიტყვების შერჩევა მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც მხოლოდ სიტყვებზე ფიქრობ, ნათქვამი მშრალად და, აქედან გამომდინარე, არაბუნებრივად ჟღერს. მართალია აზრები წინასწარ უნდა ჩამოაყალიბო, მაგრამ ყურადღება უშუალოდ აზრებზე უნდა გაამახვილო და არა იმაზე, თუ რა სიტყვებს გამოიყენებ მათ გამოსახატავად.
მსგავსად უნდა მოიქცე, როდესაც შენგან ინტერვიუს იღებენ კრებაზე. კარგად მოემზადე, მაგრამ ნუ წაიკითხავ და ნუ დაიზეპირებ პასუხებს. ბუნებრივი ინტონაციით ილაპარაკე, რომ შენს სიტყვებში გულწრფელობა ჩანდეს.
მეტყველების სასურველი თავისებურებაც კი არაბუნებრივად მოეჩვენება მსმენელს, თუ ზომიერებას არ გამოავლენ. მაგალითად, გარკვევით უნდა ილაპარაკო და სწორად უნდა წარმოთქვა სიტყვები, მაგრამ არც იმდენად უნდა გამოკვეთო თითოეული სიტყვა, რომ ნათქვამი ოფიციალურად ან ხელოვნურად ჟღერდეს. სათანადოდ გამოყენებული აღწერილობითი და ხაზგასმის ჟესტები მოხსენებას გამოაცოცხლებს, მაგრამ უხეში ან მეტისმეტად პომპეზური მოძრაობა მსმენელს ყურადღებას გაუფანტავს. კარგი იქნება, ყველამ გაიგოს შენი ხმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა იყვირო. დროდადრო საჭიროა მეტი ენთუზიაზმით გამოაცოცხლო მოხსენება, მაგრამ სიფრთხილეც გმართებს. ინტონაციამ, ენთუზიაზმმა და გრძნობების გამოხატვამ ყურადღება პირადად შენზე არ უნდა გაამახვილებინოს მსმენელს და თავი არავის უნდა აგრძნობინოს უხერხულად.
ზოგი ყოველთვის სალიტერატურო ენით ლაპარაკობს, მაშინაც კი, როდესაც მოხსენებას არ კითხულობს. ზოგი კი უბრალო, სასაუბრო ენას იყენებს. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ყოველდღიური მეტყველება ქრისტიანისთვის შესაფერისი იყოს. ასეთ შემთხვევაში უფრო ბუნებრივად ვილაპარაკებთ, როდესაც სცენაზე გამოვალთ.
-