-
გეგმის შედგენამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გამოყავი მთავარი აზრები, რომელთა განხილვაც თემის გამოსაკვეთად და მიზნის მისაღწევად დაგჭირდება. ეს იქნება ძირითადი მონახაზი, შენი ძირითადი გეგმა. რამდენი მთავარი აზრი უნდა გქონდეს? მოკლე განხილვისთვის ორიც საკმარისია, ხოლო ხუთ მთავარ აზრზე მეტი, ჩვეულებრივ, ერთსაათიანი მოხსენებისთვისაც კი არ არის საჭირო. რაც უფრო ნაკლები მთავარი აზრი გექნება, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მსმენელი მათ ადვილად დაიმახსოვრებს.
თემის განსაზღვრისა და მთავარი აზრების გამოყოფის შემდეგ შეგროვებული მასალის მომზადების დროა. დააკვირდი, უშუალოდ რა უკავშირდება მთავარ აზრებს. ყურადღება გაამახვილე ისეთ მომენტებზე, რომლებიც მსჯელობის საგანს ახლებურად გააშუქებს. შეარჩიე მთავარი აზრების მხარდამჭერი ბიბლიური მუხლები და ჩაინიშნე, რას იტყვი და როგორ იმსჯელებ ამ მუხლების ირგვლივ. მთავარი აზრების ქვეშ მოათავსე მათი მხარდამჭერი აზრები. თუ რაიმე ინფორმაცია, თუნდაც ძალიან საინტერესო, არც ერთ მთავარ აზრს არ შეესაბამება, ამოიღე მასალიდან. შეგიძლია ეს ინფორმაცია სხვა დროს გამოიყენო.
-
-
გეგმის შედგენამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
41-ე გვერდზე მოცემულია მოკლე გეგმის ნიმუში. ყურადღება მიაქციე, რომ მთავარი აზრები მარცხნივაა გაწეული და უფრო დიდი ასოებით წერია. თითოეული მთავარი აზრის ქვეშ მოცემულია მისი მხარდამჭერი აზრები. მათ ქვემოთ კი, ოდნავ მარჯვნივ, სხვა დამატებითი აზრებია, რომლებიც მთავარი აზრების მხარდამჭერ აზრებს განავრცობს. დააკვირდი ამ გეგმას. ყურადღება მიაქციე, რომ ორი მთავარი აზრი უშუალოდ უკავშირდება თემას. დააკვირდი იმასაც, რომ დამატებითი აზრები უბრალოდ საინტერესო აზრები არ არის. მათი მიზანი მთავარი აზრების განვრცობაა.
-