საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წუხილით სავსე დები, რომლებმაც „ისრაელის სახლი ააშენეს“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ოქტომბერი
    • რახელი დედა გახდა?!

      ძველად უშვილობა დიდ ნაკლად ითვლებოდა. ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, ისააკსა და იაკობს, რომ მათ საგვარეულო ხაზში მოვიდოდა „შთამომავალი“, რომლის მეშვეობითაც დედამიწის ყველა ერი იკურთხებოდა (დაბადება 26:4; 28:14). მაგრამ რახელი უშვილო იყო. იაკობის აზრით, მხოლოდ ღმერთს შეეძლო, ვაჟები მიეცა რახელისთვის და, ამგვარად, რახელს გარკვეული როლი შეესრულებინა ღვთის განზრახვის შესრულებაში. მაგრამ რახელი მოუთმენელი იყო. მან უთხრა იაკობს: „აი, ჩემი მხევალი ბილჰა. დაწექი მასთან, რომ ჩემს კალთაზე გააჩინოს და მისგან შემეძინოს შვილები“ (დაბადება 30:2, 3).

      შეიძლება ჩვენ არ გვესმის, რატომ მოიქცა რახელი ამგვარად, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ნაპოვნ ძველ საქორწინო ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ უშვილობის შემთხვევაში შთამომავლობის წარმოშობის მიზნით ქალს ქმართან თავისი მსახური მიჰყავდაa (დაბადება 16:1—3). ზოგჯერ მოსამსახურის შვილი კანონიერი ცოლის შვილად ითვლებოდა.

      როდესაც ბილჰამ ვაჟი გააჩინა, გახარებულმა რახელმა წამოიძახა: „ღმერთმა სამართალი გამიჩინა, მომისმინა და მომცა ვაჟი“. რახელმა მას დანი დაარქვა, რაც ნიშნავს „მოსამართლეს“. რახელიც ლოცულობდა თავის გასაჭირზე. როცა ბილჰას მეორე ვაჟი, ნაფთალი, შეეძინა, რაც ნიშნავს „ჩემი ჭიდილი“, რახელმა თქვა: „დიდი ჭიდილით შევები ჩემს დას და გამარჯვებულიც გამოვედი!“. ეს სახელები იმ დიდი მეტოქეობის მაჩვენებელია, რომელიც რახელსა და ლეას შორის არსებობდა (დაბადება 30:5—8).

      თუმცა, რახელი ფიქრობდა, რომ იაკობისთვის ბილჰას მიყვანით თავისი ლოცვების შესაბამისად მოქმედებდა, ღმერთს ამის შესახებ სხვა განზრახვა ჰქონდა. ეს ჩვენთვისაც კარგი გაკვეთილია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოუთმენლები, როცა იეჰოვას რაღაცას ვთხოვთ. ღმერთმა შეიძლება ისე არ გაგვცეს პასუხი, როგორც ვფიქრობთ, და მაშინ გვიპასუხოს, როცა ყველაზე ნაკლებად ველით.

  • წუხილით სავსე დები, რომლებმაც „ისრაელის სახლი ააშენეს“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ოქტომბერი
    • a ნოუზიში (ერაყი) ნაპოვნ ერთ-ერთ ასეთ ხელშეკრულებაში ნათქვამი იყო: „კელიმ-ნინუ ცოლად მიჰყვება შენიმას . . . თუ კელიმ-ნინუს არ ეყოლება [შვილები], კელიმ-ნინუს ლიულიდან უნდა მოეყვანა [მოსამსახურე] ქალი შენიმასთვის ცოლის მოვალეობის შესასრულებლად“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება