საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სად უნდა იყო ქვეყნიერების აღსასრულის დროს?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 მაისი
    • ახლა გავიხსენოთ რახაბი, იერიხონელი მეძავი. ისრაელები აღთქმული მიწის დაპყრობას აპირებდნენ. როგორც კი რახაბი მიხვდა, რომ იერიხონი განწირული იყო, ორ ისრაელ მზვერავს ამცნო, რომ ქალაქი ისრაელების შიშით იყო მოცული. მან გადამალა მზვერავები და იეჰოვა დააფიცა, რომ სიკვდილისგან ეხსნათ ის და მისი ოჯახის წევრები, როცა იერიხონს დაიპყრობდნენ. მზვერავებმა უთხრეს რახაბს, რომ ოჯახის წევრები თავის სახლში შეეკრიბა, რომელიც გალავანში იყო. თუ ისინი სახლს დატოვებდნენ, ქალაქის მოსახლეობასთან ერთად განადგურდებოდნენ (იეს. 2:8—13, 15, 18, 19). მაგრამ მოგვიანებით იეჰოვამ უთხრა იესო ნავეს ძეს, რომ ‘უნდა ჩამოქცეულიყო ქალაქის გალავანი’ (იეს. 6:5). ახლა ის ადგილი, რომელიც მზვერავების დაპირების თანახმად, უსაფრთხო უნდა ყოფილიყო, სახიფათო გახდა. როგორ გადარჩებოდნენ რახაბი და მისი ოჯახის წევრები?

      იერიხონის დაპყრობის დრო რომ დადგა, ისრაელებმა ჩაჰბერეს საყვირებს და ყიჟინა დასცეს. „როგორც კი გაიგო ხალხმა [ისრაელმა] საყვირის ხმა და დასცა დიდი საომარი ყიჟინა, ჩამოიქცა გალავანი“, — ვკითხულობთ იესო ნავეს ძის 6:20-ში. გალავანი ადამიანის ხელით არ უნდა ჩამოქცეულიყო. როდესაც იერიხონის კედლების ნგრევა დაიწყო, გალავნის ის ნაწილი, რომელშიც რახაბი ცხოვრობდა, სასწაულებრივად გადაურჩა დანგრევას. იესო ნავეს ძემ უბრძანა ამ ორ მზვერავს: „შედით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ ის და ყველა მისიანი, როგორც დაუფიცეთ“ (იეს. 6:22). ყველა, ვინც რახაბის სახლში იმყოფებოდა, გადარჩა.

  • სად უნდა იყო ქვეყნიერების აღსასრულის დროს?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 მაისი
    • რახაბი და ეგვიპტეში მყოფი ისრაელები იმ შემთხვევაში გადარჩებოდნენ, თუ თავიანთ სახლებში დარჩებოდნენ. ამისათვის მათ რწმენა უნდა ჰქონოდათ და მორჩილები უნდა ყოფილიყვნენ (ებრ. 11:28, 30, 31). წარმოიდგინეთ, რა განცდა დაეუფლებოდა ისრაელის თითოეულ ოჯახს თავიანთი პირმშოების შემყურეებს, როდესაც ერთიმეორის მიყოლებით ეგვიპტელთა ოჯახებში პირმშოები კვდებოდნენ და გამწარებული ეგვიპტელების მოთქმა ისმოდა! (გამ. 12:30). ახლა წარმოიდგინეთ რახაბი, რომელიც ალბათ თავის ოჯახის წევრებს იყო ჩახუტებული და ესმოდა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ინგრეოდა იერიხონის კედლები და სულ უფრო და უფრო როგორ ძლიერდებოდა ნგრევის ხმა. მას ძლიერი რწმენა უნდა ჰქონოდა, დამორჩილებოდა მითითებას და სახლიდან არ გამოსულიყო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება