-
ის „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ნოემბერი
-
-
როგორი იქნებოდა რახაბისთვის იმ ქალაქში ცხოვრება, რომელსაც განაჩენი ჰქონდა გამოტანილი? წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაეუფლებოდა რახაბს, როცა მის ყურამდე ისრაელის ამბები მიაღწევდა. მას გაგებული ჰქონდა, როგორ მოაპოვებინა ღმერთმა სრული გამარჯვება მონად ქცეულ თავის ხალხს და როგორ დაამარცხა იმ დროისთვის უძლეველი ეგვიპტის ჯარი. ახლა კი, ისრაელი იერიხონს უნდა დასხმოდა თავს. იერიხონის მცხოვრებლები მაინც არ იშლიდნენ ბოროტების ჩადენას. ამიტომაც უწოდებს ბიბლია რახაბის თანამემამულეებს ურჩებს (ებრაელები 11:31).
მაგრამ რახაბი მათგან განსხვავდებოდა. ის ალბათ წლების განმავლობაში ფიქრობდა იმ ამბებზე, რასაც ისრაელისა და მათი ღმერთის, იეჰოვას, შესახებ იგებდა. რახაბი ხედავდა, რომ იეჰოვა სრულიად განსხვავდებოდა ქანაანის ღმერთებისგან. იეჰოვა იყო ღმერთი, რომელიც თავისი ხალხისთვის იბრძოდა. ის არ ითხოვდა თავისი თაყვანისმცემლებისგან ისეთ მსხვერპლს, როგორიცაა მაგალითად, ტაძარში მეძაობა და ბავშვების ცოცხლად დაწვა. იეჰოვა თავის მსახურებს მაღალზნეობრივ ნორმებს უდგენდა, მაშინ როცა სხვა ერების ზნეობა კნინდებოდა. ისრაელის ღმერთის თვალში ქალები დაფასებული იყვნენ. ის არ თვლიდა, რომ მათი ერთადერთი ფუნქცია მამაკაცების სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება იყო. ღმერთი არ მიიჩნევდა, რომ მათი ყიდვა-გაყიდვა ან აღვირახსნილ თაყვანისმცემლობაში ჩაბმა თავისუფლად შეიძლებოდა. როცა რახაბმა შეიტყო, რომ ისრაელები იორდანის გადაღმა იყვნენ დაბანაკებული და იერიხონზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ, ის ალბათ შეწუხდებოდა იმაზე ფიქრით, რაც მის ხალხს მოელოდა. შეუმჩნეველი ხომ არ დარჩა იეჰოვას რახაბი და მისი კარგი თვისებები?
-
-
ის „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ნოემბერი
-
-
მოულოდნელად რახაბის სახლს იერიხონის მეფის მაცნეები მოადგნენ. იერიხონში ხმები დადიოდა, რომ რახაბის სახლში ისრაელი მზვერავები იყვნენ. როგორ მოიქცეოდა რახაბი? თუ ამ ორ უცხო მამაკაცს დაიცავდა, განა თავს საფრთხეში არ ჩაიგდებდა? თუ მტრებს შეიფარებდა, განა იერიხონის მცხოვრებლები არ ამოხოცავდნენ მას და მის ოჯახს? რახაბს ახლა უკვე აღარ ეპარებოდა ეჭვი ამ მამაკაცების ვინაობაში. და თუ უკვე იცოდა, რომ იეჰოვა თავის ღმერთებზე ბევრად უკეთესი და ძლიერი ღმერთი იყო, განა ეს არ აღძრავდა მას, რომ იეჰოვას მხარე დაეკავებინა?
რახაბს ფიქრისთვის ბევრი დრო არ ჰქონდა. ის გონიერი იყო და სწრაფად იმოქმედა. მან მზვერავები ბანზე გასაშრობად გაშლილ სელის ძნებში დამალა. შემდეგ მეფის გამოგზავნილ მაცნეებს უთხრა: „კი, იყვნენ მოსულები, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ, შებინდებისას წავიდნენ, კარიბჭის დაკეტვამდე, ოღონდ არ ვიცი, სად წავიდნენ. საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით“ (იესო ნავეს ძე 2:4, 5). წარმოიდგინეთ, როგორ უყურებდა რახაბი მეფის კაცებს სახეში, მას ალბათ აინტერესებდა, ხომ არ მიხვდნენ ისინი, რა ძლიერ უცემდა შიშისაგან გული.
რახაბმა იეჰოვას ორი მსახური სელის ძნებში დამალა, რითაც თავი საფრთხეში ჩაიგდო
რახაბის ტაქტიკამ გაჭრა. მეფის კაცები სასწრაფოდ გაემართნენ „იორდანის მიმართულებით, ფონებისკენ“ (იესო ნავეს ძე 2:7). მათი წასვლის შემდეგ რახაბი ალბათ შვებით ამოისუნთქავდა. ასე მარტივი ხერხით მან შეცდომაში შეიყვანა მკვლელები, რომელთაც არანაირი უფლება არ ჰქონდათ, სიმართლე სცოდნოდათ. ასე გადაარჩინა რახაბმა ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას მსახურები.
რახაბი სასწრაფოდ ავიდა ბანზე და მზვერავებს ყველაფერი უამბო. მან აგრეთვე მათ მნიშვნელოვანი რამ გაუმჟღავნა — იერიხონი შიშს მოეცვა და ხალხი შეძრწუნებული იყო დამპყრობლების გამო. ეს კარგი ამბავი მზვერავებს ძალიან გაახარებდა. ბოროტი ქანაანელები ისრაელის ღმერთის, იეჰოვას, შიშით კანკალებდნენ. შემდეგ რახაბმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ თქვა, რაც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს: „იეჰოვა, თქვენი ღმერთი ცისა და მიწის ღმერთია“ (იესო ნავეს ძე 2:11). ის, რაც რახაბს იეჰოვაზე ჰქონდა გაგებული, საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, რომ მინდობოდა ისრაელის ღმერთს და რწმენა გამოევლინა მისადმი.
რახაბი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა თავის ხალხს გაამარჯვებინებდა. ამიტომ მან წყალობა ითხოვა, რომ მისთვის და მისი სახლეულობისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. მზვერავებმაც პირობა მისცეს, რომ არაფერს დაუშავებდნენ მას და მის ოჯახს, თუ რახაბი არ გასცემდა მათ და სარკმელზე ალისფერ თოკს გამოაბამდა (იესო ნავეს ძე 2:12—14, 18).
რახაბის რწმენიდან ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ვსწავლობთ. როგორც ბიბლია ამბობს, „რწმენა მოსმენილისგან მოდის“ (რომაელები 10:17). მან სანდო ინფორმაცია მოისმინა იეჰოვა ღმერთის სამართლიანობასა და ძალაზე, რამაც რახაბს ღვთის რწმენა და ნდობა განუვითარა. დღეს ჩვენ იეჰოვაზე უფრო მეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. შევეცდებით ბიბლიის მეშვეობით ღვთის გაცნობას და რწმენის გამოვლენას?
-
-
ის „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ნოემბერი
-
-
როგორც კი მტვერი გაიფანტა, გამოჩნდა, რომ ნანგრევებში გალავნის ერთი ნაწილიღა იდგა მყარად. ეს იყო რახაბის სახლი — მისი რწმენის უტყვი მოწმე. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა რახაბი, როცა დაინახავდა, როგორ დაიცვა იეჰოვამ.a მისი სახლეულობა ცოცხალი გადარჩა (იესო ნავეს ძე 6:10, 16, 20, 21).
რახაბის რწმენა იეჰოვას ხალხმაც დააფასა. როდესაც დაინახეს ნანგრევებში აღმართული ერთადერთი სახლი, ისინი მიხვდნენ, რომ იეჰოვა იყო რახაბთან. ის და მისი სახლეულობა ამ ბოროტი ქალაქის განადგურებისას ცოცხალი გადარჩა. ბრძოლის შემდეგ რახაბს უფლება მიეცა, ისრაელის ბანაკის გარეთ ეცხოვრა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ისრაელ ერს შეუერთდა. რახაბი ცოლად ისრაელ მამაკაცს, სალმონს გაჰყვა. მათ ვაჟს, ბოაზსაც სამაგალითო რწმენა ჰქონდა. მან ცოლად მოაბელი რუთი შეირთოb (რუთი 4:13, 22). მეფე დავითი და მოგვიანებით მესია, იესო ქრისტე, მათი შთამომავლობითი ხაზიდან მოვიდნენ (იესო ნავეს ძე 6:22—25; მათე 1:5, 6, 16).
რახაბის ისტორიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს აფასებს. ის ყველას ამჩნევს, ყველას გულს ხედავს და ძალიან უხარია, როცა რახაბის მსგავსად ჩვენს გულშიც ხედავს რწმენის თუნდაც პატარა მარცვალს. რწმენამ რახაბი მოქმედებისკენ აღძრა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ის „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“ (იაკობი 2:25). რამდენად გონივრული იქნება ჩვენც მივბაძოთ მის რწმენას.
-