საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შეუძლია სპირიტიზმს ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების ნამდვილად დაკმაყოფილება?
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მაისი
    • სპირიტიზმის მიმდევრები ამბობენ, რომ სიკვდილისას სული ანუ „გარდასახული სული“ სხეულს ისე ტოვებს, როგორც პეპელა — ჭუპრს. მათ სწამთ, რომ მოგვიანებით გარდაისახებიან ადამიანებად იმისათვის, რომ წინა ცხოვრებაში ადრე ჩადენილი ცოდვებისგან განიწმინდონ. მაგრამ ამ ადრინდელ ცოდვებს აღარავინ გაუხსენებთ. „ღმერთმა მართებულად მიიჩნია, რომ წარსულში ჩადენილი ცოდვა დავიწყებული ყოფილიყო“, — ნათქვამია ნაშრომში „სახარება სპირიტიზმის თანახმად“.

  • შეუძლია სპირიტიზმს ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების ნამდვილად დაკმაყოფილება?
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მაისი
    • რა არის ტანჯვის მიზეზი?

      ბევრი იტანჯება უგუნურების, გამოუცდელობის ან ბოროტი ადამიანების მოქმედების გამო. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ ტრაგიკული მოვლენების შესახებ, რომლებიც ადამიანთა უნებურად მიმდინარეობს? მაგალითად, რატომ ხდება უბედური შემთხვევები და სტიქიური უბედურებები? რატომ იბადება ზოგი ბავშვი დეფექტიანი? ალან კარდეკი ასეთ მოვლენებს დასჯად მიიჩნევდა. მან დაწერა: „თუ ვისჯებით, ესე იგი, შევცოდეთ. თუ ეს ცოდვა ახლანდელ ცხოვრებაში არ ჩაგვიდენია, ესე იგი, წინა ცხოვრებაში ჩავიდინეთ“. სპირიტიზმის მიმდევრებს შემდეგ ლოცვას ასწავლიან: „უფალო, შენ ხარ ყოვლად სამართლიანი. ავადმყოფობა რომელიც ჩემთვის აირჩიე, დამსახურებული უნდა იყოს. . .  მე მას ვიღებ, როგორც ჩემი წარსულის გამოსასყიდს, ჩემი შენდამი რწმენის საფუძველსა და მორჩილებას შენი კურთხეული ნებისადმი“ („სახარება სპირიტიზმის თანახმად“).

      ასწავლიდა იესო ასეთ რამეს? არა. იესომ კარგად იცოდა ბიბლიური ცნობა: „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლესიასტე 9:11). მან იცოდა, რომ ზოგჯერ ბევრი ცუდი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს შემთხვევები არ უნდა ყოფილიყო სასჯელი ცოდვებისთვის.

      განვიხილოთ დედამიწაზე იესოს ყოფნისას მომხდარი ერთი ასეთი შემთხვევა: «[იესო] მოდიოდა და დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. შეეკითხნენ მოწაფეები: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“». იესოს პასუხმა ამას ნათელი მოჰფინა: «არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში. ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას. უთხრა: „წადი და დაიბანე სილოამის აუზში“. . . წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი» (იოანე 9:1—3, 6, 7).

      იესოს სიტყვებმა ცხადყო, რომ ამ კაცის თანდაყოლილ სიბრმავეში არც მას და არც მის მშობლებს არ მიუძღოდათ ბრალი. იესოს არ უთქვამს, რომ ეს მამაკაცი წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის ისჯებოდა. უდავოა, იესომ იცოდა, რომ კაცობრიობამ მემკვიდრეობით მიიღო ცოდვა; მაგრამ მათ მემკვიდრეობით მიიღეს ადამის ცოდვა, და არა თავიანთ დაბადებამდე ჩადენილი ცოდვები. ადამის ცოდვის გამო ყველა ადამიანი ფიზიკურად არასრულყოფილი იბადება და ავადმყოფობასა და სიკვდილს ექვემდებარება (იობი 14:4; ფსალმუნი 50:7; რომაელთა 5:12; 9:11). ფაქტობრივად, ამ ვითარების გულისთვის გამოიგზავნა იესო. იოანე ნათლისმცემელმა თქვა, რომ იესო იყო „ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას“ (იოანე 1:29)a.

      ყურადღება მიაქციეთ აგრეთვე შემდეგს: იესოს არ უთქვამს, რომ ღვთის წინასწარგანზრახვით დაიბადა ეს მამაკაცი ბრმად, რათა ერთ დღეს, შესაძლოა, მისულიყო მასთან იესო და განეკურნა. რა სასტიკი ცინიზმი იქნებოდა ეს! მოუტანდა ეს დიდებას ღმერთს? არა. ბრმის სასწაულებრივი განკურნება იმას ემსახურებოდა, რომ ‘გაცხადებულიყო ღვთის საქმენი’. ისევე როგორც იესოს მიერ სხვა მრავალი ადამიანის განკურნება, ეს შემთხვევაც ტანჯული კაცობრიობისადმი ღვთის გულწრფელ სიყვარულს ირეკლავდა და რწმენას უძლიერებდა მათ, რომ მისი დანაპირები ბოლოს მოუღებდა მთელი კაცობრიობის ავადმყოფობასა და ტანჯვას მის მიერ დანიშნულ დროს (ესაია 33:24).

      განა მანუგეშებელი არ არის იმის გაგება, რომ ჩვენი ზეციერი მამა ტანჯვის მიზეზი კი არ არის, არამედ აძლევს „სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს“ (მათე 7:11). როგორ განდიდდება უზენაესი, როდესაც ბრმებს თვალები აეხილებათ, ყრუებს სასმენელი გაეხსნებათ, კოჭლები ივლიან, იხტუნებენ და ირბენენ! (ესაია 35:5, 6).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება