-
სიხარულით დაემორჩილეთ იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2019 | სექტემბერი
-
-
გადაღლილობისა თუ გაღიზიანების მიუხედავად დედა ყველანაირად უნდა ეცადოს ოჯახის წევრების მიმართ სიყვარულის გამოვლენას (იხილეთ აბზაცი 19)f
მაგალითად, შეიძლება ისეთ ოჯახში აღიზარდეთ, სადაც თქვენი მშობლები ადვილად გამოდიოდნენ მდგომარეობიდან და შვილებს უხეშად გელაპარაკებოდნენ. ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა თქვენთვისაც მისაღები გახდა და იმდენად გაგიჯდათ ძვალ-რბილში, რომ იეჰოვას ნორმების გაგების შემდეგაც კი გიჭირთ შვილებთან სიმშვიდისა და მოთმინების გამოვლენა. მათმა დაუმორჩილებლობამ შეიძლება განსაკუთრებით მაშინ გაგაღიზიანოთ, როცა გადაღლილები ხართ (ეფეს. 4:31). ამ დროს ყველაზე მეტად გჭირდებათ ლოცვა და იეჰოვაზე მინდობა. ლიდია, რომელსაც ერთი შვილი ჰყავს, ამბობს: „როცა ჩემი ვაჟი მაბრაზებს, მხურვალედ ვლოცულობ, რომ ბრაზი არ გადმოვანთხიო. ხანდახან წინადადებასაც კი ვწყვეტ, რომ იეჰოვას დახმარება ვთხოვო. ლოცვა სიმშვიდის შენარჩუნებაში მეხმარება“ (ფსალმ. 37:5).
20. კიდევ რა შეიძლება უჭირდეთ დედებს და რა დაეხმარებათ ამ სირთულის გადალახვაში?
20 არიან ისეთი დედებიც, რომელთაც უჭირთ შვილების მიმართ სიყვარულის გამოხატვა (ტიტ. 2:3, 4). ზოგს მშობლებისგან სითბო არასდროს უგრძნია. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, ნუ გაიმეორებთ მშობლების შეცდომებს. როცა დედა შვილების მიმართ სიყვარულის გამოვლენას სწავლობს, იეჰოვას ნორმებს ემორჩილება. აზროვნების შეცვლა, თბილი გრძნობების გამოხატვა და განსხვავებულად მოქცევა ხანდახან რთულია, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არ არის. თუ დედა მსგავს ცვლილებებს მოახდენს, თვითონაც ბედნიერი იქნება და მისი ოჯახიც.
-
-
სიხარულით დაემორჩილეთ იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2019 | სექტემბერი
-
-
f სურათის აღწერა: ბავშვმა მთელი დრო ვიდეოთამაშებს დაუთმო, რის გამოც საშინაო თუ სხვა დავალებები შეუსრულებელი დარჩა. დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს დედა შენიშვნას აძლევს შვილს, ისე რომ არც უბრაზდება და არც უხეშად ელაპარაკება.
-