საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დაუღალავად განაგრძეთ ქადაგება „ბოლო დღეებში“
    საგუშაგო კოშკი — 2019 | ოქტომბერი
    • ყველანაირი კავშირი გაწყვიტეთ ცრუ რელიგიასთან

      16. გამოცხადების 18:2, 4, 5, 8-ის თანახმად, რა მოეთხოვება თითოეულ ჩვენგანს? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო)

      16 წაიკითხეთ გამოცხადების 18:2, 4, 5, 8. ამ მუხლებიდან კარგად ჩანს, კიდევ რას მოელის იეჰოვა თავისი მსახურებისგან. ჭეშმარიტ ქრისტიანს არაფერი უნდა აკავშირებდეს დიდ ბაბილონთან. ბიბლიის შემსწავლელი შეიძლება ცრუ რელიგიის მიმდევარი იყო. შესაძლოა ესწრებოდა რელიგიურ მსახურებას, მხარს უჭერდა მათ საქმიანობას ან შესაწირავს იღებდა რომელიმე ორგანიზაციისთვის. სანამ ბიბლიის შემსწავლელი მოუნათლავი მაუწყებელი გახდება, ყველანაირი კავშირი უნდა გაწყვიტოს ცრუ რელიგიასა თუ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც დიდი ბაბილონის ნაწილია.f ამისთვის მას შეიძლება განცხადების დაწერა ან სხვა ზომების მიღება დასჭირდეს.

      17. რა სახის სამუშაოს შესრულებაზე უნდა თქვას ქრისტიანმა უარი და რატომ?

      17 ქრისტიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი სამუშაო არანაირად არ უკავშირდება დიდ ბაბილონს (2 კორ. 6:14—17). მაგალითად, ის არ უნდა მუშაობდეს რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის სამსახურს არანაირი კავშირი არა აქვს რელიგიასთან, ქრისტიანმა თავი უნდა აარიდოს ხშირი და ხანგრძლივი სამუშაოების შესრულებას რელიგიურ შენობა-ნაგებობებში. თვითდასაქმებულმა ქრისტიანმა არც თავად უნდა აიღოს საქმე, რომელიც რაიმე სახით დიდ ბაბილონთანაა დაკავშირებული, და არც ასეთი ორგანიზაციების საქმიან შეთავაზებას უნდა დასთანხმდეს. რატომ გვაქვს ასეთი მტკიცე პოზიცია ამ საკითხზე? იმიტომ რომ, არ გვსურს, იმ საქმეებისა და ცოდვების თანამონაწილე გავხდეთ, რომლებსაც ღვთისთვის უწმინდური რელიგიური ორგანიზაციები სჩადიან (ეს. 52:11).g

      18. როგორ დარჩა ერთი ძმა ბიბლიური პრინციპების ერთგული?

      18 წლების წინ თვითდასაქმებულ უხუცესს კონტრაქტორმა ადგილობრივ ეკლესიაში სადურგლო საქმის შესრულება შესთავაზა. კონტრაქტორმა იცოდა, რომ ძმა ყოველთვის უარს ამბობდა ეკლესიისთვის რაიმე საქმის შესრულებაზე. თუმცა, რადგან ვერავინ იპოვა, იძულებული გახდა, ისევ ჩვენი ძმისთვის ეთხოვა დახმარება. ძმა ამჯერადაც ბიბლიური პრინციპების ერთგული დარჩა და უარი თქვა შეთავაზებულ საქმეზე. მომდევნო კვირას ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ასახული იყო დურგალი, რომელიც ეკლესიაზე ჯვარს ამაგრებდა. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა იეჰოვა, ჩვენი ძმა ამ საქმეზე რომ დათანხმებულიყო ან როგორ შეელახებოდა მას თანაქრისტიანების თვალში რეპუტაცია გაზეთში მისი ფოტო, რომ დაბეჭდილიყო.

  • დაუღალავად განაგრძეთ ქადაგება „ბოლო დღეებში“
    საგუშაგო კოშკი — 2019 | ოქტომბერი
    • f ჩვენ არ უნდა შევუერთდეთ რელიგიური ნიშნით გაერთიანებულ ხალხთა ჯგუფს, მაგალითად ახალგაზრდულ ბანაკებს. ჩვენ არც ისეთ გასართობ ადგილებს უნდა ვესტუმროთ, რომლებიც ცრუ რელიგიასთანაა დაკავშირებული. არსებობს ორგანიზაციები, რომლებშიც მხოლოდ ახალგაზრდები ერთიანდებიან. ისინი ცდილობენ, თავიანთ აქტივობებში ნაკლებად იგრძნობოდეს რელიგიასთან კავშირი, თუმცა ფაქტია, რომ ამ ორგანიზაციების მიზანი ახალგაზრდებისთვის თავიანთი რელიგიური ფასეულობების ჩანერგვაა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება