-
ბედნიერების მომტანი საიმედო ხელმძღვანელობასაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ივნისი
-
-
იესომ დაადასტურა ეს ჭეშმარიტება, როდესაც თავისი მეგობარი ლაზარე გარდაიცვალა. იესომ სიკვდილი ძილს შეადარა. ლაზარე რომ ზეცაში ყოვლისშემძლე ღმერთთან წასულიყო, იესოს მიერ მისი უკან, დედამიწაზე, დაბრუნება იმისათვის, რომ ის კვლავ მომკვდარიყო, სიკეთის გამოვლენა არ იქნებოდა. ღვთის შთაგონებით ჩაწერილ ცნობაში ნათქვამია, რომ სამარხთან მისულმა იესომ ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი გარეთ!“ ბიბლია განაგრძობს: „გამოვიდა მკვდარი“. ლაზარე გაცოცხლდა. იესომ იცოდა, რომ ლაზარეს არასოდეს დაუტოვებია დედამიწა. მისი უსიცოცხლო გვამი სამარხში ესვენა (იოანე 11:11—14, 34, 38—44).
-
-
ბედნიერების მომტანი საიმედო ხელმძღვანელობასაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ივნისი
-
-
არსებობს, სულ მცირე, ორი მიზეზი, თუ რატომ მოახდინა იესომ ეს სასწაული. ერთ–ერთი მიზეზი მართას, მარიამისა და მეგობრების მწუხარების გაქარწყლება იყო. მათ კვლავ მიეცათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის შესაძლებლობა. მაგრამ იესომ მართას მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, მიზეზის შესახებ უთხრა: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ–მეთქი?“ (იოანე 11:40). „ახალი აღთქმა თანამედროვე ინგლისურ ენაზე“ (ფილიპსის თარგმანი) ამ მუხლის ბოლო ნაწილს შემდეგნაირად თარგმნის: „იხილავ სასწაულს, რომლის მოხდენაც ღმერთს შეუძლია“. ლაზარეს მკვდრეთით აღდგენით იესომ ყველას დაანახვა, თუ რის გაკეთება შეუძლია ღმერთს, და გააკეთებს კიდეც მომავალში.
-