-
ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევასაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
-
-
6. როგორ აღმოჩნდა იეჰოვა თავისი განზრახვისა და სახელის ერთგული?
6 იეჰოვამ, რომელიც თავისი განზრახვის ერთგულია და საკუთარი სახელის მნიშვნელობის თანახმად მოქმედებს, საკუთარი თავი წინასწარმეტყველად და მხსნელად იქციაa. მან სატანას უთხრა: „ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15). „ქალის“ ანუ თავისი ორგანიზაციის ზეციერი ნაწილის მეშვეობით იეჰოვა პასუხს გასცემდა სატანას და ადამის შთამომავლებს გათავისუფლებისა და სიცოცხლის იმედს მისცემდა (რომაელები 5:21; გალატელები 4:26, 31).
-
-
ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევასაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
-
-
9. როგორ გაამჟღავნა იეჰოვამ თანდათანობით თავისი ნების შესახებ წმინდა საიდუმლო?
9 მთელი რიგი შეთანხმებების საშუალებით იეჰოვამ თანდათანობით ნათელი გახადა, თუ როგორ შესრულდებოდა მისი განზრახვა ედემის ბაღში აღთქმულ „თესლთან“ ანუ შთამომავალთან დაკავშირებით. აბრაამთან დადებული შეთანხმებით ცხადი გახდა, რომ აღთქმული შთამომავალი დედამიწას აბრაამის ხაზიდან მოევლინებოდა და მისი საშუალებით ‘იკურთხებოდა დედამიწის ყოველი ხალხი’. ამ შეთანხმებიდან ისიც ჩანდა, რომ შთამომავლის ძირითად ნაწილთან სხვებიც იქნებოდნენ დაკავშირებული (დაბადება 22:17, 18). ხორციელ ისრაელთან კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმებიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვას განზრახვაში შედიოდა, ჰყოლოდა „მღვდელთა სამეფო“ (გამოსვლა 19:5, 6). დავითთან დადებული შეთანხმებით ცხადი გახდა, რომ შთამომავალი სამეფოს მარადიული მეთაური იქნებოდა (2 მეფეთა 7:12, 13; ფსალმუნები 88:4, 5). მას შემდეგ, რაც კანონის საფუძველზე დადებულმა შეთანხმებამ ისრაელები მესიამდე მიიყვანა, იეჰოვამ თავისი განზრახვის შესრულების სხვა მხარეებიც ცხადყო (გალატელები 3:19, 24). ის ადამიანები, რომლებიც შთამომავლის ძირითად ნაწილთან იქნებოდნენ დაკავშირებულნი, შექმნიდნენ ნაწინასწარმეტყველებ „მღვდელთა სამეფოს“ და მათთან, როგორც ახალ სულიერ „ისრაელთან“, დაიდებოდა „ახალი შეთანხმება“ (იერემია 31:31—34; ებრაელები 8:7—9)c.
10, 11. ა) როგორ ცხადყო იეჰოვამ, ვინ იქნებოდა ნაწინასწარმეტყველები შთამომავალი? ბ) რატომ მოვიდა დედამიწაზე ღვთის მხოლოდშობილი ძე?
10 ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევისას, დადგა დრო, როდესაც დედამიწას ნაწინასწარმეტყველები შთამომავალი უნდა მოვლენოდა. იეჰოვამ ანგელოზი გაბრიელი გაგზავნა მარიამთან, რათა მისთვის ემცნო, რომ გაუჩნდებოდა ძე, რომლისთვისაც იესო უნდა დაერქმია. ანგელოზმა მარიამს უთხრა: „ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:32, 33). ამგვარად ცხადი გახდა, ვინ იქნებოდა აღთქმული შთამომავალი (გალატელები 3:16; 4:4).
-