საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ცხოვრება ქრისტეს რჯულის თანახმად
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 სექტემბერი
    • იეჰოვას ორგანიზაციამ, ასევე, ინდივიდუალურად ყოველმა კრებამ, უნდა დააწესოს აუცილებელი წესები და მოქმედების ნორმები, რომ დაიცვას სანიმუშო წესრიგი (1 კორინთელთა 14:33, 40). ქრისტიანები ვერც კი შეიკრიბებოდნენ, თუ არ ექნებოდათ მითითება — როდის, სად და როგორ შეკრებილიყვნენ! (ებრაელთა 10:24, 25). იმ კეთილგონივრული მითითებების მიყოლა, რომლებზეც პასუხისმგებელმა პირებმა იზრუნეს ორგანიზაციაში, აგრეთვე ქრისტეს რჯულის შესრულების ნაწილია (ებრაელთა 13:17).

  • ცხოვრება ქრისტეს რჯულის თანახმად
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 სექტემბერი
    • კრებაში

      8. ა) რა უნდა იყოს კრებაში ყოველთვის ჩვენი მიზანი? ბ) რომელ ვითარებებში მოითხოვდა ზოგიერთი მითითებების მიღებას ან ცდილობდა წესების დადგენას?

      8 მსგავსად, ჩვენი მიზანია, რომ კრებაშიც სიყვარულით აღვაშენოთ ერთიმეორე (1 თესალონიკელთა 5:11). ასე რომ, თითოეული ქრისტიანი უნდა იყოს ფრთხილი, რათა სავსებით პირად საკითხებზე საკუთარი აზრები სხვებს არ მოახვიოს თავზე და არ დაუმძიმოს ტვირთი. ხანდახან საგუშაგო კოშკის საზოგადოებაში მოდის წერილები თხოვნით, რომ საზოგადოებისგან მიიღონ მითითებები, თუ როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება გარკვეულ ფილმებს, წიგნებსა და თვით სათამაშოებს. მაგრამ საზოგადოებას არა აქვს უფლება, დაწვრილებით გამოიკვლიოს ასეთი საკითხები და გამოსცეს მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის პირადი ან თვითონ ოჯახის თავის საქმე, რომელმაც ბიბლიის პრინციპებისადმი სიყვარულის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მრავალს აქვს ისეთი მიდრეკილება, რომ საზოგადოების რჩევები და მითითებები წესებად აქციოს. მაგალითად, 1996 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“ (რუს.) გვთავაზობდა შესანიშნავ გამამხნევებელ სტატიას უხუცესების მიერ კრების წევრების რეგულარულ სამწყემსო მონახულებასთან დაკავშირებით. ნუთუ ეს წესების დადგენისთვის იყო განზრახული? არა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატია რჩევების მიმყოლთათვის ძალიან სასარგებლოა, ზოგი უხუცესი ვერ იყენებს მას. მსგავსად, სტატიაში „მკითხველთა შეკითხვები“ 1995 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ (რუს.) გამოცემაში, მოცემული იყო გაფრთხილება ღირსების დამამცირებელ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ნათლობის დროს უკიდურესობამდე მიდიან, აწყობენ თავაშვებულ ღრეობებსა და დღესასწაულებს. ზოგი ამ აწონ-დაწონილი რჩევის წაკითხვის შემდეგ უკიდურესობაში გადავარდა და რაღაც წესიც კი დაადგინა, რომ ნათლობის შემთხვევაში გამამხნევებელი ღია ბარათის გაგზავნა არასწორი იქნებოდა!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება