-
სასიხარულო ცნობას ნაყოფი გამოაქვს სან-ტომესა და პრინსიპშისაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ოქტომბერი
-
-
ისტორიული კონგრესი
1994 წლის იანვარში სან–ტომესა და პრინსიპში ისტორიული მოვლენა მოხდა — ამ კუნძულებზე ჩატარდა სამდღიანი კონგრესი „ღვთიური სწავლება“. ეს პირველი საოლქო კონგრესი იყო. ის ჩატარდა ქვეყნის საუკეთესო დარბაზში, რომელშიც მშვენიერი კონდიციონერები იყო დაყენებული. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარული მიანიჭა 116 მაუწყებელს იმის დანახვამ, რა სულგანაბული ადევნებდა თვალყურს ბიბლიურ დრამას 405–კაციანი აუდიტორია (ამ კუნძულებზე ეს პირველი ბიბლიური დრამა იყო) და რამდენად გულის ამაჩუყებელი იყო კონგრესისთვის გამოცემული პუბლიკაციების მიღება! 20 ადამიანი ღვთისთვის მიძღვნის ნიშნად ტროპიკების სანაპიროზე მოინათლა.
სამკერდე ნიშნები, რომლებიც კონგრესის დელეგატებს ეკეთათ, ყველასთვის უცხო იყო და საყოველთაო ყურადღებას იპყრობდა. კონგრესზე ჩასული იყო 25 პორტუგალიელი და ანგოლელი სტუმარი, რაც კონგრესს საერთაშორისოს ელფერს აძლევდა. დელეგატებს შორის სწრაფად გაიბა თბილი ქრისტიანული სიყვარულის კვანძები და, როდესაც დამშვიდობების დრო დადგა, მრავალს ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები (იოანე 13:35).
ეროვნული რადიოს რეპორტიორებმა კონგრესის თავმჯდომარეს ინტერვიუ ჩამოართვეს. რადიოთი გადასცეს პროგრამის გარკვეული ნაწყვეტებიც. ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენა იყო. ხანგრძლივი დროის განმავლობაში საძმოსგან მოწყვეტილ ერთგულ მოწმეებს კონგრესი დაეხმარა, ეგრძნოთ იეჰოვას ხილულ ორგანიზაციასთან დიდი სიახლოვე.
-
-
სასიხარულო ცნობას ნაყოფი გამოაქვს სან-ტომესა და პრინსიპშისაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ოქტომბერი
-
-
2. ისტორიული საოლქო კონგრესი ამ დარბაზში ჩატარდა.
3. კონგრესზე მოსანათლები.
-