-
„გაძლიერდით უფალში“საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 სექტემბერი
-
-
6. საღვთო წერილის საფუძველზე ახსენით, რა სხვადასხვა მეთოდებს იყენებს ეშმაკი ჩვენი რწმენის შესარყევად?
6 ეშმაკს შეუძლია გველის, მბრდღვინავი ლომის და თვით სინათლის ანგელოზის სახეც კი მიიღოს (2 კორინთელები 11:3, 14; 1 პეტრე 5:8). ის აგრეთვე იყენებს ადამიანებს, რათა გაგვდევნოს ან გული გაგვიტეხოს (გამოცხადება 2:10). რადგან სატანა მთელ მსოფლიოს განაგებს, მას შეუძლია ქვეყნიური სურვილებითა და ცდუნებებით შეცდომაში შეგვიყვანოს (2 ტიმოთე 2:26; 1 იოანე 2:16; 5:19). ეშმაკი ცდილობს, ქვეყნიერებაში გავრცელებული აზროვნებისა და განდგომილთა იდეების გავლენის ქვეშ მოგვაქციოს და გვაცდუნოს, როგორც ეს ევას შემთხვევაში გააკეთა (1 ტიმოთე 2:14).
-
-
„გაძლიერდით უფალში“საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 სექტემბერი
-
-
სატანის განზრახვების მცოდნენი
8, 9. რა სირთულეები შეუქმნა სატანამ იობს, რათა მისი ერთგულება შეერყია და სულიერობისთვის საფრთხის შემქმნელ რა სიტუაციებს ვაწყდებით დღეს?
8 ჩვენთვის უცნობი არ არის სატანის განზრახვები, რადგან საღვთო წერილი გვიმჟღავნებს მის ძირითად მეთოდებს (2 კორინთელები 2:11). მართალ მამაკაცს, იობს, ეშმაკმა ბევრი სირთულე დაატეხა თავს: ის გაღატაკდა, დაკარგა საყვარელი ადამიანები, ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას შეხვდა, საშინელი დაავადების გამო ტანჯვა მოუწია, და ეგრეთ წოდებული მეგობრების უსაფუძვლო კრიტიკის მსხვერპლი გახდა. იობი ძალიან დამწუხრდა და ფიქრობდა, რომ ღმერთმა მიატოვა (იობი 10:1, 2). შესაძლოა სატანა უშუალოდ არ იწვევდეს მსგავს სირთულეებს, მაგრამ ისინი მოქმედებს მრავალ ქრისტიანზე და ეშმაკს შეუძლია ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
9 ამ ბოლო დღეებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეიძლება, ჩვენს სულიერობას საფრთხე დაემუქროს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალიზმისკენ სწრაფვაა და ის სულიერის ადგილს იკავებს. მედია უკანონო სექსს წარმოადგენს ბედნიერების და არა გულისტკივილის მომტან ურთიერთობად. დღეს ადამიანთა უმრავლესობა ‘უფრო სიამოვნებათა მოყვარულია, ვიდრე ღვთისა’ (2 ტიმოთე 3:1—5). ასეთი აზროვნება საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სულიერობას, თუ არ ‘ვიბრძოლებთ რწმენისთვის’ (იუდა 3).
10—12. ა) რის შესახებ გაგვაფრთხილა იესომ მთესველზე იგავის მოყვანისას? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ქვეყნიერებას, მოაშთოს სულიერი ფასეულობები.
10 სატანის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეთოდი ის არის, რომ ქვეყნიურმა საზრუნავმა და მატერიალიზმისკენ სწრაფვამ გვშთანთქას. იესო მთესველის შესახებ მოყვანილ იგავში გაფრთხილებას იძლევა, რომ „ამ სისტემის საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა აშთობს სიტყვას [სამეფოს შესახებ]“ (მათე 13:18, 22).
11 ტროპიკულ ტყეებში შეგიძლიათ შეხვდეთ ფიკუსის ერთ-ერთ სახეობას (Ficus aurea). ეს მცენარე ნელა იზრდება და სხვა ხის ტანს ეხვევა. თანდათანობით ფიკუსის მცოცავი ლიანები საჰაერო ფესვებით მჭიდროდ ეხვევა მასპინძელ ხეს და უფრო და უფრო ძლიერდება. საბოლოოდ ფიკუსის ფესვები ხის გარშემო ნიადაგიდან იღებს თითქმის მთელ მასაზრდოებელ ნივთიერებებს, მისი ვარჯი კი ჩრდილავს მასპინძელ ხეს და მის სიკვდილს იწვევს.
12 მსგავსად, ამ ბოროტი სისტემის საზრუნავმა, გამდიდრებისკენ სწრაფვამ და კომფორტულად ცხოვრების სურვილმა შეიძლება თანდათანობით უფრო და უფრო მეტი დრო და ენერგია წაგვართვას. თუ ყურადღებას ქვეყნიურ მისწრაფებებზე გადავიტანთ, შეიძლება ადვილად უგულებელვყოთ ბიბლიის პირადი შესწავლა და ჩვევად გავიხადოთ ქრისტიანული შეხვედრების გაცდენა; ამგვარად კი სულიერი კვების წყაროს ჩამოვშორდებით. მატერიალიზმისკენ სწრაფვა სულიერის ადგილს დაიკავებს და საბოლოოდ სატანისთვის ადვილად დასაჭერი მსხვერპლნი აღმოვჩნდებით.
-