-
წმინდა საიდუმლო ცხადდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
შთამომავლობა გადარჩა
17. ა) რა იწინასწარმეტყველა იესომ ხორბლისა და სარეველას მაგალითით? ბ) რა მოხდა 1918 წელს და რა მოჰყვა ამას შედეგად?
17 მაგალითში ხორბლისა და სარეველას შესახებ იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანული სამყაროს ბატონობის დროს ქვეყნიერება სულიერი სიბნელით იქნებოდა მოცული. მიუხედავად ამისა, განდგომილების მთელი ამ დროის განმავლობაში მაინც იქნებოდნენ ხორბლის მსგავსი ცხებული ქრისტიანები (მათე 13:24—29, 36—43). 1914 წლის ოქტომბერში, როდესაც უფლის დღე დაიწყო, დედამიწაზე ჯერ კიდევ იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები (გამოცხადება 1:10). როგორც ჩანს, სამ-ნახევარი წლის შემდეგ, 1918 წელს, იეჰოვა იესოსთან, თავის „შეთანხმების მაცნესთან“ ერთად მოვიდა გასასამართლებლად (მალაქია 3:1; მათე 13:47—50). ეს იყო დრო, როცა ბატონს სამუდამოდ უნდა ჩამოეცილებინა ცრუ ქრისტიანები და დაენიშნა ‘ერთგული და გონიერი მონა მთელ თავის ქონებაზე’ (მათე 7:22, 23; 24:45—47).
18. რა „საათი“ დაიწყო 1914 წლიდან და როგორ უნდა მოქცეულიყო მონა ამ დროს?
18 ეს ის დრო იყო, როცა მონას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცია იესოს სიტყვებისთვის, რომლებიც იოანემ შვიდ კრებას მისწერა. ეს თავად იესოს სიტყვებიდანაც ჩანს. მაგალითად, იესო საუბრობდა, რომ მოვიდოდა კრებების გასასამართლებლად; ეს სასამართლო კი 1918 წელს დაიწყო (გამოცხადება 2:5, 16, 22, 23; 3:3). მან ისიც თქვა, რომ დაიცავდა ფილადელფიის კრებას ‘გამოცდის საათისგან, რომელიც მთელ მსოფლიოზე მოვიდოდა’ (გამოცხადება 3:10, 11). ეს „გამოცდის საათი“ უფლის დღის დადგომიდან, 1914 წლიდან დაიწყო, როცა ქრისტიანები გამოიცადნენ, უერთგულებდნენ თუ არა ღვთის მიერ დამყარებულ სამეფოს (შეადარეთ მათეს 24:3, 9—13).
19. ა) რას განასახიერებს შვიდი კრება დღეს? ბ) ვინ უერთდება ცხებულ ქრისტიანებს, და რატომ არის მათთვისაც გასათვალისწინებელი იესოს რჩევა? გ) რას ნიშნავს ჩვენთვის იესოს სიტყვები, რომლებიც მან I საუკუნის შვიდ კრებას მისწერა?
19 იესოს სიტყვები უმთავრესად 1914 წლიდან სრულდება. ასე რომ, შვიდი კრება უფლის დღის დროს არსებულ ცხებულ ქრისტიანთა ყველა კრებას გულისხმობს.
-
-
წმინდა საიდუმლო ცხადდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
1918 წლის დასაწყისში იეჰოვას ხალხის სამეფო საქმიანობას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ეს იყო გამოცდის დრო მთელ დედამიწაზე, და ისინი, ვინც შეშინდნენ, განზე გადგნენ. 1918 წლის მაისში ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების წაქეზებით დააპატიმრეს „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოების პასუხისმგებელი პირები, მაგრამ ცხრა თვეში გაათავისუფლეს. მოგვიანებით მათ ცრუ ბრალდებები მოუხსნეს. 1919 წლიდან მოყოლებული ღვთის გამოცდილი და განწმენდილი ხალხის ორგანიზაცია ენთუზიაზმით ქადაგებდა, რომ ადამიანთა ერთადერთი იმედი იეჰოვას სამეფოა, რომელსაც ქრისტე მეთაურობს (მალაქია 3:1—3).
-