-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ტაივანისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ოქტომბერი
-
-
ენობრივი ბარიერი
ბრაიანი და მიშელი
ბრაიანი და მიშელი დაახლოებით 35 წლისანი არიან. ეს წყვილი სადღაც რვა წლის წინ გადავიდა ტაივანში შეერთებული შტატებიდან. თავიდან ისინი ფიქრობდნენ, რომ მსახურებაში ბევრს ვერაფერს აკეთებდნენ, მაგრამ ერთმა გამოცდილმა მისიონერმა ასეთი რამ უთხრა: „ნუ დაგავიწყდებათ: შესაძლოა სულ ერთი ბუკლეტი მისცეთ ადამიანს, მაგრამ სწორედ მისი წყალობით შეიტყოს მან იეჰოვას შესახებ. ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ მსახურებაში ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ“. ამ აზრმა ბრაიანი და მიშელი გაამხნევა; მათ გადაწყვიტეს, რომ ხელი არ ჩაექნიათ. სხვა ძმამ ასეთი რჩევა მისცა: „გული რომ არ გაგიტყდეთ, ეცადეთ, ყოველდღიურად არ შეაფასოთ თქვენი ცოდნის დონე ჩინურ ენაში; უმჯობესი იქნება, თუ ცოდნის დონეს კონგრესიდან კონგრესამდე შეაფასებთ“. ბრაიანი და მიშელი დაეუფლნენ ჩინურ ენას და დღეს ისინი წარმატებული პიონერები არიან.
რამ შეიძლება უცხო ენის შესწავლისკენ წაგახალისოთ? ეცადეთ, მოინახულოთ ის ქვეყანა, სადაც მსახურება გსურთ. იქ ჩასვლის შემდეგ დაესწარით კრების შეხვედრებს, იურთიერთეთ ადგილობრივ და-ძმებთან და ითანამშრომლეთ მათთან მსახურებაში. ბრაიანი გვიზიარებს: „როდესაც დაინახავთ, რომ ბევრი ინტერესით ისმენს სამეფოს შესახებ ცნობას და იგრძნობთ და-ძმების დიდ სიყვარულს, აღარ შეგაშინებთ ის სირთულეები, რასაც შესაძლოა უცხო ქვეყანაში შეხვდეთ“.
-
-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ტაივანისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ოქტომბერი
-
-
ლად აფასებდნენ მის დახმარებას. „როდესაც კრება გაიყო, მე, როგორც მომსახურეს, ბევრი პასუხისმგებლობის შესრულება დამევალა. აი, მაშინ კი ვიგრძენი, რომ ნამდვილად იქ ვმსახურობდი, სადაც საჭირო ვიყავი. ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობა იყო. მათ მეც კი დავჭირდი“, — ღიმილით დასძენს იგი. დღეს ჩუნგ კიუნგი უხუცესია.
-