საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვცდილობდი, კარგი მაგალითებისთვის მიმებაძა
    საგუშაგო კოშკი — 2016 | ოქტომბერი
    • ტომას მაკლეინი მშობლებთან ერთად 1940-იან წლებში

      მშობლებთან ერთად მივემგზავრები კონგრესზე ვიჩიტოში, 1940-იანი წლები

      რვა წლისა ვიყავი, როცა მშობლებმა ჩვენი სახლი და საპარიკმახეროები გაყიდეს და პატარა საცხოვრებელი ავტოფურგონი ააწყვეს, რომლითაც კოლორადოში წავედით, სადაც მქადაგებლების დიდი საჭიროება იყო. დავსახლდით გრანდ-ჯანქშენთან ახლოს, სადაც მშობლები პიონერად მსახურობდნენ და დროდადრო ფერმებსა და რანჩოებში მუშაობდნენ. იეჰოვას კურთხევისა და მათი გულმოდგინე შრომის შედეგად, იქ კრება ჩამოყალიბდა. 1948 წლის 20 ივნისს მე და სხვა დაინტერესებულები მამამ მთის მდინარეში მოგვნათლა. ჩვენთან ერთად მოინათლნენ ბილ ნიკოლზი და მისი ცოლი. მოგვიანებით მათ სარაიონო მსახურება დაიწყეს. მათმა ვაჟმა და რძალმაც მათ მაგალითს მიჰბაძეს.

  • ვცდილობდი, კარგი მაგალითებისთვის მიმებაძა
    საგუშაგო კოშკი — 2016 | ოქტომბერი
    • ახალ ადგილზე გადასვლა

      19 წლისა ვიყავი, როცა ჩვენი ოჯახის მეგობარმა, ბად ჰეისტიმ, შემომთავაზა, მასთან ერთად პიონერად მემსახურა შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში. სარაიონო ზედამხედველმა გვთხოვა, რომ რასტონში (ლუიზიანა) გადავსულიყავით, სადაც მოწმეებიდან ზოგი არააქტიური იყო. გვითხრეს, რომ დამსწრეთა რაოდენობის მიუხედავად, კრების ყველა შეხვედრა უნდა ჩაგვეტარებინა. ვიპოვეთ კრების ჩასატარებლად შესაფერისი ადგილი და სათანადოდ მოვაწყვეთ. ყველა შეხვედრას ვატარებდით, თუმცა გარკვეული ხნის მანძილზე ჩვენ გარდა არავინ ესწრებოდა მათ. დავალებებით მონაცვლეობით გამოვდიოდით. ერთი თუ დავალებით გამოდიოდა, მეორე კითხვებს პასუხობდა. ინსცენირებების დროს ორივენი სცენაზე ავდიოდით, აუდიტორიაში კი არავინ რჩებოდა. ბოლოს ერთმა ხანდაზმულმა დამ დაიწყო კრებებზე სიარული. მოგვიანებით ზოგი ბიბლიის შემსწავლელი და არააქტიური მაუწყებელიც შემოგვიერთდა და ცოტა ხანში ჩვენი კრება საკმაოდ მოძლიერდა.

      ერთხელ მე და ბადს ქრისტეს ეკლესიის მსახური შეგვხვდა. ის გველაპარაკა ისეთ ბიბლიურ მუხლებზე, რომლებიც კარგად არ მესმოდა. ამან, ცოტა არ იყოს, ამაფორიაქა და დამაფიქრა ჩემს რწმენაზე. მთელი კვირა შუაღამემდე ვიკვლევდი მის მიერ წამოჭრილ საკითხებს. ეს დამეხმარა, გამეთავისებინა ჭეშმარიტება. ამის შემდეგ ერთი სული მქონდა, რომელიმე მსახურს შევხვედროდი.

      არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ სარაიონო ზედამხედველმა მთხოვა, ელ-დორადოში (არკანზასი) გადავსულიყავი კრების დასახმარებლად. იქიდან ხშირად მიწევდა კოლორადოში ჩამოსვლა, რათა გამწვევი კომისიის წინაშე გამოვცხადებულიყავი. ერთ-ერთი ასეთი მგზავრობის დროს რამდენიმე პიონერთან ერთად ტეხასში ავარიაში მოვყევი და მანქანა დავამტვრიე. დავურეკეთ ერთ ძმას, რომელმაც მოგვაკითხა და თავის სახლში წაგვიყვანა. შემდეგ კრების შეხვედრასაც დავესწარით. შეხვედრაზე გამოაცხადეს, რომ ავარია შეგვემთხვა. კრების წევრებმა სიკეთე გამოავლინეს და გარკვეული თანხა გვაჩუქეს, იმ ძმამ კი ჩემი მანქანა 25 დოლარად გაყიდა.

      ჩვენ შევძელით უიჩიტოში ჩასვლა, სადაც ჩვენი ოჯახის მეგობარი ძმა მაკარტნი, მეტსახელად „დოკი“, პიონერად მსახურობდა. მისი ტყუპი ბიჭები, ფრენკი და ფრანსისი, დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. მათ ჰყავდათ ძველი მანქანა, რომელიც 25 დოლარად მომყიდეს, ზუსტად იმ ფასად, რაც დამტვრეულ მანქანაში მომცეს. მაშინ პირველად დავინახე ნათლად, რომ იეჰოვამ იზრუნა ჩემს საჭიროებაზე, რადგან სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე ვაყენებდი. მათთან ყოფნის დროს მაკარტნებმა გამაცნეს ერთი მშვენიერი და — ბეთელ კრეინი, რომელსაც სულიერი მიზნები ჰქონდა. დედამისი რუთი, რომელიც უელინგტონში (კანზასი) ცხოვრობდა, იეჰოვას გულმოდგინე და გულანთებული მსახური იყო. ის 90 წლისაც კი პიონერად მსახურობდა! ამ შეხვედრიდან თითქმის ერთ წელიწადში, 1958 წელს, მე და ბეთელი დავქორწინდით. ის პიონერულ მსახურებაში შემომიერთდა ელ-დორადოში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება