საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქადაგება იქ, სადაც პირველ საუკუნეში ქრისტიანობა ყვაოდა
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ივნისი
    • ყრუ–მუნჯებს „ესმით“ სასიხარულო ცნობა

      იტალიაში 90 000–ზე მეტი ყრუ–მუნჯი ცხოვრობს. 1970–იან წლებში მოწმეებმა ზოგიერთ მათგანთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. თავდაპირველად იტალიური ჟესტების ენას რამდენიმე ყრუ–მუნჯი მოწმე ასწავლიდა თანაქრისტიანებს, რომლებიც მზად იყვნენ, სხვებს დახმარებოდნენ. შედეგად უფრო და უფრო მეტი ყრუ–მუნჯი ავლენდა ბიბლიისადმი ინტერესს. დღეს ჟესტების ენაზე მოლაპარაკე 1 400–ზე მეტი ადამიანი ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს. ჟესტების ენაზე 15 კრება და 52 ჯგუფია.

      თავდაპირველად ყრუ–მუნჯებთან ქადაგება მხოლოდ ცალკეული მოწმეების ინიციატივით ხდებოდა. 1978 წელს კი იტალიაში იეჰოვას მოწმეების ფილიალმა ორგანიზება გაუწია ყრუ–მუნჯებისთვის კონგრესის ჩატარებას. იმავე წლის მაისში გამოცხადდა, რომ მომავალ საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც მილანში ჩატარდებოდა, ყრუ–მუნჯებისთვის სექციები იქნებოდა გამოყოფილი. პირველი სარაიონო კონგრესი ყრუ–მუნჯებისთვის 1979 წლის თებერვალში ჩატარდა მილანის საკონგრესო დარბაზში.

      ამის შემდეგ ფილიალმა მეტი ყურადღება დაუთმო ყრუ–მუნჯების სულიერ საჭიროებებს და მაუწყებლები წაახალისა ჟესტების ენის გაუმჯობესებისკენ. 1995 წლიდან სპეციალური პიონერები (სრული დროით მქადაგებლები) იგზავნებიან, რომ დაეხმარონ ყრუ–მუნჯ მოწმეებს, უფრო მეტად დახელოვნდნენ ქადაგებაში და შეძლონ ქრისტიანული შეხვედრების ჩატარება. სამ საკონგრესო დარბაზში დაყენებულია თანამედროვე ვიდეოსისტემები, რათა ყრუ–მუნჯებს გაუადვილდეთ მასალის გაგება. გარდა ამისა, ყრუ–მუნჯთა დასახმარებლად პუბლიკაციები ხელმისაწვდომია ვიდეოკასეტებზე.

      გარეშეთათვის შეუმჩნეველი არ რჩება, რომ მოწმეები ყრუ–მუნჯთა სულიერ საჭიროებებზე ზრუნავენ. იტალიაში ყრუ–მუნჯთა საზოგადოების მიერ გამოცემულ ჟურნალში კათოლიკე მონსენიორის (უმაღლესი კათოლიკური სამღვდელოების წარმომადგენელი) წერილიდან ციტატა იყო მოყვანილი: „ყრუ–მუნჯებს გამუდმებული ყურადღება ესაჭიროებათ, რაც ადვილი არ არის. მაგალითად, მათ შეუძლია სხვების დახმარების გარეშე მივიდნენ ეკლესიაში, მაგრამ იქ სჭირდებათ თარჯიმანი, რომელიც გადაუთარგმნის ყველაფერს, რასაც საეკლესიო მსახურების დროს კითხულობენ, აცხადებენ ან მღერიან“. აგრეთვე, ჟურნალშია ნათქვამია: „[პრელატი] აღიარებს, რომ სამწუხაროდ, ეკლესია ჯერ არ არის მზად ყრუ–მუნჯების დასახმარებლად. ის ამბობს, რომ ყრუ–მუნჯებზე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზებში უკეთ ზრუნავენ, ვიდრე ეკლესიებში“ (P@role & Segni).

  • ქადაგება იქ, სადაც პირველ საუკუნეში ქრისტიანობა ყვაოდა
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ივნისი
    • კრება ჟესტების ენაზე რომში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება