საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ძილი ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
    • ღრმა ძილის დროს (ნელი ძილის მე-3 და მე-4 ფაზებში) არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე მაქსიმალურად ეცემა, რაც სისხლის მიმოქცევის სისტემას დასვენების საშუალებას აძლევს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გვიცავს.

  • ძილი ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
    • ძილი და ჯანმრთელობა

      ძილის „დამსახურებები“ მხოლოდ ამით როდი ამოიწურება. ძილი ორგანიზმს ეხმარება იმაში, რომ უფრო ადვილად გაანეიტრალოს თავისუფალი რადიკალები — მოლეკულები, რომლებიც, როგორც ცნობილია, უჯრედების დაბერებასა და კიბოს გაჩენასაც კი იწვევს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ამასწინანდელი გამოკვლევის დროს 11 ჯანმრთელ ახალგაზრდა მამაკაცს ექვსი დღის განმავლობაში დღე-ღამეში მხოლოდ ოთხი საათი ეძინა. ექვსი დღის შემდეგ მათი სხეულის უჯრედები 60 წლის ადამიანის უჯრედებივით ფუნქციონირებდა, ხოლო სისხლში ინსულინის დონის მაჩვენებელი ისეთივე იყო, როგორიც დიაბეტით დაავადებულებს აქვთ! ძილის ნაკლებობას სისხლის თეთრი უჯრედებისა და ჰორმონ ჰიდროკორტიზონის წარმოქმნის შეზღუდვაც შეუძლია, რის გამოც ადამიანი შეიძლება ადვილად დაინფიცირდეს ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით დასნეულდეს.

      ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ძილი აუცილებელია სხეულისა თუ გონების სიჯანსაღისთვის. სტანფორდის (აშშ) უნივერსიტეტთან არსებული ძილის შემსწავლელი პირველი ცენტრის დამაარსებელი, მკვლევარი უილიამ დემენტი თვლის, რომ „ძილი, როგორც ჩანს, უმთავრესი მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენ ხანს იცოცხლებს ადამიანი“. სან-პაულუში (ბრაზილია) არსებული სომნოლოგიური ცენტრის თანამშრომელი, მკვლევარი დებორა სუშეკი, ამბობს: „ადამიანებმა რომ იცოდნენ, რა ემართება ძილნაკლულ ორგანიზმს, მოერიდებოდნენ იმის თქმას, რომ ძილი — დროის ფუჭი ხარჯვაა ან სიზარმაცის ნიშანი“ (იხილეთ ზემოთ მოცემული ჩარჩო).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება