-
რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანების მიმართ იეჰოვას დღის მოახლოებისას?საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივლისი
-
-
აბრაამი იზიარებდა იეჰოვას თვალსაზრისს
3. რა თვალსაზრისი ჰქონდა იეჰოვას სოდომისა და გომორას მცხოვრებლებზე?
3 განვიხილოთ ღვთის ერთგული პატრიარქის, აბრაამის მაგალითი, რომელიც სოდომთან და გომორასთან არის დაკავშირებული. როდესაც იეჰოვას ყურს მისწვდა „ღაღადი სოდომზე და გომორაზე“, მან მაშინვე არ გაანადგურა ეს ქალაქები. ღმერთმა თავიდან მდგომარეობა გამოიკვლია (დაბადება 18:20, 21). მან სოდომში გაგზავნა ორი ანგელოზი, რომლებიც ღვთისმოშიში ლოტის სახლში გაჩერდნენ. იმავე ღამეს „სოდომელები გარშემოერტყნენ სახლს. ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად“. მათ ანგელოზებთან ჰომოსექსუალური ურთიერთობის დამყარება სურდათ. ქალაქის მცხოვრებთა ასეთი ზნედაცემულობით აშკარად დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ განადგურებას. მიუხედავად ამისა, ანგელოზებმა ლოტს უთხრეს: „კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძენი — ყველა, ვინც შენი ახლობელია ამ ქალაქში, გაიყვანე აქედან“. იეჰოვამ ქალაქის ზოგ მცხოვრებს გადარჩენის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ლოტმა და მისმა ორმა ქალიშვილმა დააღწიეს თავი განადგურებას (დაბადება 19:4, 5, 12, 16, 23—26).
4, 5. რატომ შეევედრა აბრაამი ღმერთს სოდომის მცხოვრებლებისთვის და შეესაბამებოდა თუ არა ადამიანების მიმართ მისი დამოკიდებულება ღვთის თვალსაზრისს?
4 ახლა გავიხსენოთ ის დრო, როდესაც იეჰოვამ სოდომსა და გომორაში შექმნილი მდგომარეობის გამორკვევა განიზრახა. სწორედ მაშინ შეევედრა მას აბრაამი: „იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან? არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს“. აბრაამმა ორჯერ გამოიყენა სიტყვები: „არ ეგების“. მან პირადი დაკვირვებიდან იცოდა, რომ იეჰოვა მართალს ბოროტთან ერთად არ დაღუპავდა. როდესაც იეჰოვამ უთხრა, რომ სოდომს არ გაანადგურებდა, თუ ‘ქალაქში ორმოცდაათ მართალს მაინც ჰპოვებდა’, აბრაამმა ეს რიცხვი თანდათანობით შეამცირა და ბოლოს ათამდე დავიდა (დაბადება 18:22—33, სსგ).
5 დაეთანხმებოდა იეჰოვა აბრაამს, თავისი თვალსაზრისის საწინააღმდეგო რომ ყოფილიყო მისი თხოვნა? ცხადია, არა. აბრაამი „ღვთის მეგობარი“ იყო და, როგორც ჩანს, იცოდა, როგორ უყურებდა ადამიანებს ღმერთი. ამასთანავე, ის იზიარებდა ღვთის თვალსაზრისს (იაკობი 2:23). იეჰოვა მზად იყო, გაეთვალისწინებინა აბრაამის თხოვნა. რატომ? ჩვენს ზეციერ მამას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“.
-
-
რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანების მიმართ იეჰოვას დღის მოახლოებისას?საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივლისი
-
-
თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
11. რა დამოკიდებულება ექნებოდა აბრაამს დღეს მცხოვრები ხალხის მიმართ?
11 ამჟამად მოახლოებულია იეჰოვას დიდი დღე, ამ სისტემის განადგურება (ლუკა 17:26—30; გალატელთა 1:4; 2 პეტრე 3:10). რა დამოკიდებულება ექნებოდა აბრაამს მათდამი, ვინც ამ წუთისოფლის აღსასრულის წინა პერიოდში ცხოვრობს? მისთვის, ალბათ, სულერთი არ იქნებოდა იმ ადამიანების მომავალი, რომლებსაც ჯერ არ მოუსმენიათ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (მათე 24:14). აბრაამმა რამდენჯერმე სთხოვა ღმერთს, გადაერჩინა ის, ვინც მართალი ადამიანი აღმოჩნდებოდა სოდომში. ვართ პირადად ჩვენც დაინტერესებული იმ ხალხით, რომლებიც უარყოფდნენ სატანის მმართველობის ქვეშ არსებულ წუთისოფელს, თუკი მონანიებისა და ღვთის მსახურების შესაძლებლობა მიეცემოდათ? (1 იოანე 5:19; გამოცხადება 18:2—4).
-