-
ჩემი წვლილი მსოფლიო ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობაშისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 აპრილი
-
-
ძმა რუტერფორდის მიერ წახალისებული
ძალინ დიდი სურვილი მქონდა, უფრო მეტი მონაწილეობა მიმეღო ამ საგანმანათლებლო საქმიანობაში, რის გამოც 1931 წელს სრული დროით მსახურება გადავწყვიტე. ყველაფერი ისე დავგეგმე, რომ ლონდონში კონგრესზე დასწრების შემდეგ დაუყოვნებლივ დამეწყო პიონერული მსხურება. ერთ–ერთი შესვენების დროს ძმა ჯოზეფ რუტერფორდმა, რომელიც იმ დროს სამქადაგებლო საქმიანობას ზედამხდველობდა, მითხრა, რომ ჩემთან დალაპარაკება სურდა. მან ამიხსნა, რომ პიონერების აფრიკაში გაგზავნა იგეგმებოდა. „ხომ არ ისურვებდი წასვლას“? — მკითხა მან. თუმცა ეს ჩემთვის, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო, საკმაოდ მტკიცედ ვუთხარი: „დიახ, წავალ“.
იმ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანი ბიბლიური ლიტერატურის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გავრცელება იყო. ამისათვის კი გამუდმებით ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა მოითხოვებოდა. წამახალისეს, რომ დაუქორწინებელი დავრჩენილიყავი იმ ბევრი დაუქორწინებელი ძმის მსგავსად, რომლებსაც მაშინ ზედამხედველის მოვალეობები ჰქონდათ დაკისრებული. ჩემი ტერიტორია აფრიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე კეიპტაუნიდან იწყებოდა
-
-
ჩემი წვლილი მსოფლიო ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობაშისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 აპრილი
-
-
სულიერი სიმდიდრით სავსე ორასი ყუთი
როდესაც კეიპტაუნში ჩავედით, ლიტერატურით სავსე 200 ყუთი მაჩვენეს, რომლებიც აღმოსავლეთ აფრიკისთვის იყო გათვალისწინებული. ეს ლიტერატურა ოთხ ევროპულ და ოთხ აზიურ ენაზე იყო დაბეჭდილი. ამ ყუთებში საერთოდ არ იყო რომელიმე აფრიკულ ენაზე გამოცემული ლიტერატურა. როდესაც ვიკითხე, თუ რატომ იყო ეს ლიტერატურა ჯერ კიდევ ჩემს ჩასვლამდე იქ, მითხრეს, რომ ეს ფრანკ და გრეი სმიტებისთვის გამოგზავნეს. ეს ორი პიონერი ღვიძლი ძმა ახალი წასულები იყვნენ კენიაში საქადაგებლად. ჩასვლისთანავე ორივე მალარიით დაავადდა და, სამწუხაროდ, ფრანკი გარდაიცვალა.
ამ ამბავმა სერიოზულად ჩამაფიქრა, მაგრამ არ შევშინებულვარ. მე და ჩემი თანამშრომელი, დეივიდ ნორმანი კეიპტაუნიდან გემით გავემგზავრეთ პირველი დანიშნულების ადგილზე — დაახლოებით 5 000 კილომეტრით დაშორებულ ტანზანიაში.
-