-
იეჰოვას „თქვენს თავზე თმებიც დათვლილი“ აქვსსაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
-
-
6 უკეთესად რომ დაენახვებინა მოციქულებისთვის, თუ რატომ არ უნდა ჰქონოდათ შიში, იესომ ორი მაგალითი მოიყვანა. მან მოციქულებს უთხრა: „განა ორ ბეღურას ერთ მონეტად არ ყიდიან? მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ ამის შესახებ მამათქვენმა არ იცოდეს. თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია. ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29—31). ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ განსაცდელების წინაშე უშიშრად ყოფნა დააკავშირა იმის მტკიცე რწმენასთან, რომ იეჰოვა ზრუნავს პირადად ჩვენზე. როგორც ჩანს, მოციქული პავლე დარწმუნებული იყო ამაში. მან დაწერა: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ? ის, ვინც საკუთარი ძე გაიმეტა და ყველა ჩვენგანისთვის შესწირა, განა მასთან ერთად სხვა ყველაფერსაც არ გვიბოძებს?“ (რომაელები 8:31, 32). რა პრობლემების წინაშეც არ უნდა იდგეთ, პავლეს მსგავსად, დარწმუნებულნი იყავით, რომ იეჰოვა ზრუნავს პირადად თქვენზე, სანამ მისდამი ერთგულებას ინარჩუნებთ. ეს კიდევ უფრო ცხადი გახდება, როცა უფრო ყურადღებით განვიხილავთ იმას, რაც იესომ თავის მოციქულებს უთხრა.
ბეღურის ღირებულება
7, 8. ა) რა თვალსაზრისი ჰქონდა ხალხს ბეღურებზე იესოს დროს? ბ) როგორც ჩანს, რატომაა მათეს 10:29–ში გამოყენებული ისეთი ბერძნული სიტყვა, რომელშიც პატარა ბეღურა იგულისხმება?
7 იესოს მიერ მოყვანილი მაგალითებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ იეჰოვა თავის თითოეულ მსახურზე ზრუნავს. უპირველესად შევეხოთ ბეღურებთან დაკავშირებულ მაგალითს. იესოს დროს ბეღურებს საკვებად იყენებდნენ. მაგრამ ისინი ზიანს აყენებდნენ მარცვლეულ კულტურებს, რის გამოც ძირითადად მავნებლებად მიიჩნევდნენ. ბეღურები იმდენად ბევრი და იაფი იყო, რომ ორი ბეღურა — თანამედროვე ფულის ერთეულით თუ ვიტყვით — ათ თეთრზე ნაკლები ღირდა. ორჯერ მეტი თანხით ოთხის ნაცვლად ხუთი ბეღურის ყიდვა შეიძლებოდა — მეხუთეს დამატებით იძლეოდნენ, თითქოს არავითარი ღირებულება არ ჰქონდა! (ლუკა 12:6).
8 ასევე დაფიქრდით ამ უბრალო ჩიტის ზომაზეც. ბევრ სხვა ჩიტთან შედარებით, ზრდასრული ბეღურაც კი საკმაოდ მცირე ზომისაა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ „ბეღურად“ ნათარგმნ ბერძნულ სიტყვაში, რომელიც მათეს 10:29–შია გამოყენებული, იგულისხმება პატარა ბეღურა. როგორც ჩანს, იესოს სურდა, მოციქულებს წარმოედგინათ ყველაზე პატარა და უბრალო ჩიტი. ერთ ცნობარში ნათქვამია, რომ „იესომ ისეთი სიტყვა გამოიყენა, რომელიც ძალიან პატარა ჩიტს ნიშნავს და ისიც კნინობით ფორმაში“.
9. რა აზრია ჩადებული იესოს მაგალითში, რომელიც ბეღურებთანაა დაკავშირებული?
9 იესოს მიერ მოყვანილ მაგალითში ღრმა აზრია ჩადებული: იმას, რაც ხალხის თვალში ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულია, იეჰოვა ღმერთისთვის დიდი ფასი აქვს. ამ აზრის კიდევ უფრო ხაზგასასმელად იესო შემდეგ ამბობს, რომ მცირე ზომის ბეღურა ისე „არ დაეცემა მიწაზე“, რომ იეჰოვამ ყურადღება არ მიაქციოსc. მაშასადამე, თუ იეჰოვა ღმერთს ყველაზე მცირე ზომის უბრალო ჩიტი არ რჩება მხედველობიდან, რამდენად მეტად იქნება ის დაინტერესებული იმ ადამიანის მდგომარეობით, რომელიც მას ემსახურება!
-
-
იეჰოვას „თქვენს თავზე თმებიც დათვლილი“ აქვსსაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
-
-
c ზოგი ენათმეცნიერი ამბობს, რომ მიწაზე ბეღურების დაცემაში მხოლოდ სიკვდილი არ უნდა იყოს ნაგულისხმები. მათი აზრით, ბერძნულ ორიგინალში ამ ფრაზაში შეიძლება იგულისხმებოდეს საკვებისთვის მიწაზე დაფრენა. თუ ნამდვილად ასეა, გამოდის რომ ღმერთი არა მხოლოდ ჩიტის სიკვდილს ამჩნევს, არამედ მის ყოველ მოქმედებას ხედავს (მათე 6:26).
-