საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიაღწიეთ ნამდვილ წარმატებას ცხოვრებაში
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 დეკემბერი
    • 6. როგორ გვეხმარება სოლომონის მაგალითი იმის გაგებაში, თუ რა არის ნამდვილი წარმატება?

      6 წლების მანძილზე სოლომონს ღვთის ეშინოდა და ემორჩილებოდა მას. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „უყვარდა სოლომონს იეჰოვა და მამამისის, დავითის წესებით დადიოდა“ (1 მეფ. 3:3). განა ეს ნამდვილ წარმატებად არ მიგაჩნიათ? ღვთის ხელმძღვანელობით მან ააშენა დიდებული ტაძარი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის და დაწერა ბიბლიის სამი წიგნი. თუმცა ჩვენ ვერ ვაკეთებთ დღეს მსგავს საქმეებს, მაგრამ სოლომონის მაგალითი, როცა ის იეჰოვას ერთგული იყო, დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, რა არის ნამდვილი წარმატება და როგორ მივაღწიოთ მას. ღვთის შთაგონებით სოლომონმა დაწერა, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ადამიანები წარმატებად მიიჩნევენ — სიმდიდრე, სიბრძნე, სახელი და ძალაუფლება — ამაოა. ეს ყველაფერი მართლაც ფუჭია და „ქარის დევნა“. როგორც ვიცით, ფულის მოყვარული ფულით ვერ ძღება და მათ, ვისაც დიდი ქონება აქვთ, მისი დაკარგვის ეშინიათ. უფრო მეტიც, ერთ დღესაც მათი სიმდიდრე სხვას დარჩება (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 2:8—11, 17; 5:10—12).

      7, 8.  როგორ გახდა სოლომონი ორგული და რა მოყვა ამას შედეგად?

      7 როგორც ვიცით, საბოლოოდ სოლომონმა უორგულა ღმერთს. ღვთის სიტყვაში წერია: „სოლომონის სიბერეში მისი გული სხვა ღმერთებისკენ მიდრიკეს მისმა ცოლებმა. მამამისი დავითისგან განსხვავებით იგი მთელი გულით არ იყო იეჰოვასთან, თავის ღმერთთან . . . ბოროტებას სჩადიოდა სოლომონი იეჰოვას თვალში“ (1 მეფ. 11:4—6).

      8 იეჰოვას არ მოეწონა სოლომონის საქციელი და უთხრა მას: „რადგან . . . არ შეასრულე ჩემი შეთანხმება და წესები, რაც დაგიწესე, გამოგგლეჯ სამეფოს და შენს მსახურს მივცემ“ (1 მეფ. 11:11). რა სამწუხაროა! მიუხედავად იმისა, რომ სოლომონი მრავალმხრივ წარმატებული იყო, დროთა განმავლობაში მან იეჰოვას მოლოდინი არ გაამართლა. ღვთისადმი ერთგულება ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და სოლომონმა სწორედ აქ დაუშვა შეცდომა. თითოეულს შეუძლია საკუთარ თავს ჰკითხოს: დამეხმარება სოლომონის ცხოვრებაზე დაფიქრება ნამდვილი წარმატების მიღწევაში?

  • მიაღწიეთ ნამდვილ წარმატებას ცხოვრებაში
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 დეკემბერი
    • რა განსაცდელსაც არ უნდა შეხვედროდა, პავლეს გადაწყვეტილი ჰქონდა, ყოველთვის ღვთის ერთგული ყოფილიყო და არასდროს შეეწყვიტა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. სწორედ ეს მიზანი რჩებათ მხედველობიდან მათ, ვისაც ქვეყნიერებაში წარმატების მიღწევა სურთ.

      12. რატომ გადაწყვიტე, ღმერთზე დაგემყარებინა იმედი?

      12 თქვენც ისეთივე მიზანი გაქვთ, როგორიც პავლეს ჰქონდა? თუმცა ერთგულების შენარჩუნება ყოველთვის ადვილი არ არის, ვიცით, რომ ამგვარად მივიღებთ იეჰოვას მოწონებასა და კურთხევას და სწორედ ეს მოგვიტანს ნამდვილ წარმატებას (იგავ. 10:22). ასეთ ცხოვრებას ახლაც მოაქვს სარგებლობა და მომავალშიც უდავოდ მივიღებთ კურთხევებს (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30). აქედან გამომდინარე, ყველანაირი მიზეზი გვაქვს, რომ იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არ დავამყაროთ, არამედ ღმერთზე, „რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს“. ჩვენ უნდა მოვაგროვოთ „განძი, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგი საძირკველი მომავლისთვის“, რათა მტკიცედ ჩავეჭიდოთ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:17—19). დიახ, შეგვიძლია სრულიად ვიყოთ დარწმუნებული, ასი წელიც რომ გავიდეს, ათასიც და მეტიც, წარსულის გახსენებისას ვიტყვით: „მე სწორედ ის გზა ავირჩიე, რამაც ნამდვილი წარმატება მომიტანა“.

  • მიაღწიეთ ნამდვილ წარმატებას ცხოვრებაში
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 დეკემბერი
    • იყავით წარმატებული ღვთის თვალში

      17, 18. ა) რაზე არ არის დამოკიდებული ნამდვილი წარმატება? ბ) რაზეა დამოკიდებული ნამდვილი წარმატება?

      17 მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ნამდვილი წარმატება არ არის დამოკიდებული ქვეყნიერებაში ჩვენს მიღწევებსა და მდგომარეობაზე. ნამდვილი წარმატება არც კრებაში მიღებული ამა თუ იმ პასუხისმგებლობით განისაზღვრება. ასეთი კურთხევა ღვთისადმი მორჩილებასა და ერთგულებას მოჰყვება, რაც ნამდვილი წარმატების საწინდარია. ღმერთი ამბობს: „მმართველებისგან ერთგულება მოითხოვება“ (1 კორ. 4:2). ჩვენ გვმართებს მოთმინება, რომ დავრჩეთ ერთგულები. იესომ თქვა: „ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათ. 10:22). განა არ ეთანხმებით, რომ გადარჩენა წარმატების უდავო მაჩვენებელია?

      18 ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, ღვთისადმი ერთგულება არ არის დამოკიდებული დიდებაზე, განათლებაზე, ფინანსურ მდგომარეობასა თუ სოციალურ სტატუსზე; ერთგულება არც ინტელექტზე, ნიჭსა თუ უნარზეა დამოკიდებული. რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ ღვთისადმი ერთგულება. პირველ საუკუნეში მცხოვრებ ღვთის მსახურებს შორის იყვნენ როგორც მდიდრები, ისე ღარიბები. პავლემ მდიდრებს მართლაც ყურადსაღები რჩევა მისცა, რომ ეკეთებინათ სიკეთე, გამდიდრებულიყვნენ კარგი საქმეებით და ყოფილიყვნენ გულუხვები და გამზიარებლები. მდიდრებსაც და ღარიბებსაც შეეძლოთ მტკიცედ ჩაჭიდებოდნენ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:17—19). ეს დღესაც ასეა. ყოველ ჩვენგანს აქვს ერთნაირი შესაძლებლობა და ყოველი ჩვენგანი ვალდებულია, შევინარჩუნოთ ერთგულება და გავმდიდრდეთ „კარგი საქმეებით“. თუ ასე ვიქცევით, წარმატებული ვიქნებით ჩვენი შემოქმედის თვალში და გვექნება სიხარული, რადგან ვასიამოვნეთ ღმერთს (იგავ. 27:11).

      19. რა გაქვთ გადაწყვეტილი წარმატებასთან დაკავშირებით?

      19 შეიძლება სრულად ვერ გააკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა, მაგრამ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ მდგომარეობისადმი თქვენი დამოკიდებულება. რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, ეცადეთ, დარჩეთ ერთგული. ეს მართლაც ღირს ძალისხმევად. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა უხვად გაკურთხებთ ახლაც და მთელი მარადიულობის განმავლობაშიც. არასდროს დაგავიწყდეთ, თუ რა უთხრა იესომ ცხებულ ქრისტიანებს: „სიკვდილამდე ერთგული დარჩი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხ. 2:10). სწორედ ეს არის ნამდვილი წარმატება!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება