-
რა არის თქვენთვის წარმატება?საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 იანვარი
-
-
რა არის თქვენთვის წარმატება?
ბატონი ჯესი ლივერმორი უოლ-სტრიტზე აქციებით ვაჭრობდა. თავის საქმეში ყოველთვის აღწევდა წარმატებას და შედეგად დიდძალი სიმდიდრე დააგროვა. ის ძვირფას ტანსაცმელს ატარებდა; ოცდაცხრაოთახიან სასახლეში ცხოვრობდა, შავი „როლს-როისი“ ჰყავდა და პირადი მძღოლი ემსახურებოდა.
დეივიდსაცa კარგი კარიერა ჰქონდა. ის დიდი გამომცემლობის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი მენეჯერი იყო, მომავალში კი ამ კომპანიის ერთ-ერთი შტოს პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო. მას ხიბლავდა სიმდიდრე და პრესტიჟი. მაგრამ დეივიდმა სამსახურიდან წამოსვლა გადაწყვიტა. ის იხსენებს: „ვიცოდი, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობის შანსი აღარ მექნებოდა“. მცდარი გადაწყვეტილება მიიღო დეივიდმა?
მრავალი ფიქრობს, რომ წარმატება დამოკიდებულია ფულზე, დიდებასა და ძალაუფლებაზე. სიმდიდრის მიუხედავად, ბევრი შინაგან სიცარიელეს განიცდის და სიცოცხლის აზრს კარგავს. როგორც ჩანს, სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო ბატონი ლივერმორი. სიმდიდრის მიუხედავად, მისი სიცოცხლე უბედურებით, დარდითა და მწუხარებით იყო სავსე. ის დეპრესიით იტანჯებოდა, ოჯახიც არაერთხელ დაენგრა, შვილებთან ცივი დამოკიდებულება ჰქონდა და ბოლოს ქონების დიდი ნაწილიც დაკარგა. ერთხელაც, ბატონი ლივერმორი ერთ-ერთი მდიდრული სასტუმროს ბარში თავის დანაკარგს მისტიროდა. მან სასმელი შეუკვეთა, ამოიღო ტყავის უბის წიგნაკი და ცოლისთვის გამოსამშვიდობებელი წერილის წერას შეუდგა. სასმელი ბოლომდე დალია, ნახევრად ბნელ გასახდელში გავიდა და თავი მოიკლა.
-
-
როგორ მივაღწიოთ წარმატებას?საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 იანვარი
-
-
წინა სტატიაში მოხსენიებული დეივიდი დამატებით საათებს მუშაობდა და ხშირად იყო მივლინებაში. დეივიდი ამბობს: „ორშაბათს დილაადრიან გავდიოდი სახლიდან და ხუთშაბათ საღამოს ვბრუნდებოდი“. მეგობრები, ნათესავები და თანამშრომლები ფიქრობდნენ, რომ ქვეყნიერებაში წარმატების მისაღწევად მსხვერპლის გაღება მოითხოვებოდა. ამიტომ ისინი ურჩევდნენ დეივიდს, ოჯახის გამო სამუშაოსთვის თავი არ დაენებებინა. მათი აზრით, დეივიდს მხოლოდ რამდენიმე წელი მოუწევდა ასეთი დატვირთვით მუშაობა, სანამ მისი მატერიალური მდგომარეობა სტაბილური არ გახდებოდა. დეივიდი განაგრძობს: „მათ ეგონათ, რომ ჩემი ოჯახისთვის ასე იქნებოდა უკეთესი, რადგან სახლში მეტ ფულს შემოვიტანდი, რაც თავისთავად წარმატებასაც ნიშნავდა. ოჯახისთვის ნაკლები დრო მრჩებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი მეგობრები მარწმუნებდნენ, რომ ცოლ-შვილზე თავდაუზოგავად ვზრუნავდი“. დეივიდის მსგავსად მრავალი მძიმედ შრომობს, რათა ოჯახს არაფერი მოაკლოს. მაგრამ იქნები წარმატებული, თუ ასეთი ადამიანების რჩევას გაითვალისწინებ? სინამდვილეში, რა უფრო მნიშვნელოვანია შენი ოჯახისთვის?
დეივიდმა ამ კითხვებზე პასუხი ერთ-ერთი მივლინების დროს მიიღო. ის იხსენებს: „ერთხელ ტელეფონზე ჩემმა ქალიშვილმა, ანჯელიკამ მკითხა, მამა, რატომ არ გინდა ჩვენთან ერთად ყოფნაო? ამ სიტყვებმა გული მომიკლა“. შვილის ნათქვამმა დეივიდს სამსახურიდან წამოსვლის სურვილი გაუძლიერა. მან გადაწყვიტა, ოჯახისთვის მიეცა ის, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ — დრო და ყურადღება.
-