საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ არის ლოცვების მომსმენი?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივლისი
    • მიუხედავად ამისა, შეიძლება იკითხოთ: „თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ არ უღებს ბოლოს ადამიანთა ტანჯვას?“

      იეჰოვამ ადამიანებს ნების თავისუფლება უბოძა; ეს ფაქტიც ბევრ რამეს გვასწავლის მისი პიროვნების შესახებ. ნუთუ არ ვაფასებთ იმას, რომ თავად შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება? სამწუხაროდ, ბევრი ბოროტად იყენებს თავისუფლებას, რის გამოც საკუთარ თავსაც ვნებს და სხვებსაც. ამიტომ იბადება კითხვა, რომელზეც სერიოზულად ღირს დაფიქრება: „როგორ აღმოფხვრის ღმერთი ტანჯვა-წამებას ისე, რომ არ ხელყოს ადამიანთა თავისუფლება?“

  • რატომ უშვებს ლოცვების მომსმენი ტანჯვას?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივლისი
    • რატომ უშვებს ლოცვების მომსმენი ტანჯვას?

      ზოგს, ვინც ღმერთს ლოცვით მიმართავს, მის არსებობაში ეჭვი ეპარება. და ეს იმიტომ, რომ დედამიწაზე ამდენი ტანჯვა-წამებაა. თქვენც გაგჩენიათ კითხვა, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?

      რამდენად შესაძლებელია, რომ ღმერთს ისეთები შევექმენით, როგორებიც დღეს ვართ — არასრულყოფილები და ვაებისთვის განწირულნი? ალბათ, გაგვიჭირდებოდა, პატივი მიგვეგო ღვთისთვის, რომელიც ამისთვის გაგვიმეტებდა. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: აღფრთოვანებული ათვალიერებთ რომელიმე ფირმის ავტომობილის უახლეს მოდელს და უეცრად აღმოაჩენთ, რომ მას გვერდი შეჭეჭყილი აქვს. ნუთუ იფიქრებდით, რომ მწარმოებელმა ასეთი გამოუშვა? რა თქმა უნდა, არა! ცხადია, ქარხანამ ეს ავტომობილი „სრულყოფილი“ შექმნა, ვიღაცამ კი დააზიანა.

      როცა ბუნების სილამაზითა და სამყაროში არსებული წესრიგით მოხიბლულებს გუნებას გვიფუჭებს ადამიანის მიზეზით გამოწვეული ქაოსი და მისივე ხელით გაჩანაგებული ბუნება, რა დასკვნამდე მივდივართ? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა პირველი წყვილი სრულყოფილი შექმნა, მაგრამ მოგვიანებით მათ თავად დაკარგეს სრულყოფილება (კანონი 32:4, 5). სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ღმერთი თავისი დაპირებისამებრ მორჩილ კაცობრიობას სრულყოფილებას დაუბრუნებს. მაშ, ამდენი ხნის მანძილზე რატომ არ შეცვლილა არაფერი?

      რატომ ასე დიდხანს?

      პასუხი პირდაპირ უკავშირდება კითხვას, თუ ვის უნდა ემმართველა კაცობრიობაზე. მათი მმართველი თავად იეჰოვა უნდა ყოფილიყო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). სამწუხაროდ, პირველი წყვილი ღვთის მმართველობას არ დაემორჩილა. ასეთი უკანონო ქმედების გამო ისინი ცოდვილები გახდნენ (1 იოანე 3:4). მათ დაკარგეს სრულყოფილება და როგორც საკუთარ თავს, ისე თავიანთ შთამომავლებს ზიანი მიაყენეს.

      იეჰოვამ ადამიანებს უფლება მისცა, ათასობით წლის მანძილზე ემმართველათ. თუმცა ისტორიამ გვიჩვენა, რომ ადამიანს არ შესწევს ძალა, წარმატებით იმმართველოს. ნათელია, რომ ადამიანურ მმართველობებს ხალხისთვის ბედნიერება არ მოუტანია. მათ ვერ შეძლეს, აღმოეფხვრათ ომები, დამნაშავეობა, უსამართლობა და ავადმყოფობა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება