-
ცრურწმენის მარწუხებშისაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
-
-
სახლიდან გამოსვლისას ვიღაცას შეეჩეხეთ; ქვას ფეხი წამოჰკარით; ღამით რომელიღაც ფრინველის ხმა შემოგესმათ; უკვე რამდენჯერმე ნახეთ ერთი და იგივე სიზმარი. მრავალისთვის ეს უმნიშვნელო, ჩვეულებრივი მოვლენებია. მაგრამ დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ზოგიერთი ხალხი ყოველივე ამას რაიმეს მომასწავებელ ნიშნად ან სულთა სამყაროდან მიღებულ ცნობად აღიქვამს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ნიშნებსა და მათ ახსნაზეა დამოკიდებული წარმატება ან რაიმე უბედურება.
-
-
მართავს ცრურწმენა თქვენს ცხოვრებას?საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
-
-
აფრიკულ კულტურაში მრავალი რამ ცრურწმენაზეა დაფუძნებული. აფრიკულ კინოფილმებში, რადიოპროგრამებსა და ლიტერატურაში, ხშირ შემთხვევაში, ცრურწმენასა და მისტიკურ საგნებზე კეთდება აქცენტი; მაგალითად, ჯადოქრობაზე, წინაპრებისადმი თაყვანისცემასა და ავგაროზებზე.
-
-
მართავს ცრურწმენა თქვენს ცხოვრებას?საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
-
-
დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ ნაწილში მრავალი ტყუპებს ღვთაებებად მიიჩნევს და თაყვანს სცემს მათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთი ან ორივე ტყუპისცალი სიკვდილის პირას არის, აკეთებენ ტყუპების პატარა ქანდაკებებს, რომლებსაც ოჯახის წევრებმა საჭმელი უნდა შესწირონ. ზოგიერთ ადგილას ტყუპების დაბადება წყევლად ითვლება; მშობლებმა შეიძლება ერთ-ერთი ტყუპისცალი მოკლან კიდეც. რატომ? მათ სწამთ, რომ, თუ ორივე ტყუპისცალი იცოცხლებს, ერთ მშვენიერ დღესაც ისინი მშობლებს დახოცავენ.
-