-
სინაგოგა, სადაც იესო და მისი მოწაფეები ქადაგებდნენსაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 აპრილი
-
-
თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი მოკრძალებული ადგილი. როცა იუდეველებმა სინაგოგების აშენება დაიწყეს, ყველაზე მაღალ ადგილს ირჩევდნენ, საიდანაც შენობის წინა, მთავარი მხარე (1) იერუსალიმისკენ იქნებოდა მიქცეული. სინაგოგას საკმაოდ მოსახერხებელი ადგილმდებარეობა ჰქონდა, თუმცა ყოველთვის ადვილი არ იყო ასეთი ადგილის მოძებნა.
ხშირ შემთხვევაში სინაგოგა მოკრძალებული იყო და არც ბევრი ნივთებით იყო გადატვირთული. სინაგოგის მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო კიდობანი (2), ხის სკივრი, რომელშიც იდო ისრაელი ერის ყველაზე დიდი განძი — წმინდა წერილების გრაგნილები. როცა ხალხი იკრიბებოდა, ხელით სატარებელ კიდობანს ისეთ ადგილას დგამდნენ, რომ ადვილად შეეტანათ უსაფრთხო ოთახში (3).
კიდობანთან ახლოს განთავსებული იყო წინა ადგილები (4), სადაც სინაგოგის წინამძღვრები და სხვა გამორჩეული სტუმრები ისხდნენ (მათე 23:5, 6). მათთვის, ვინც სიტყვით გამოდიოდა, ცენტრში იდგა ტრიბუნა (5) თავისი დასაჯდომით. შეკრებილი ხალხისთვის, დარბაზის სამ მხარეს, რომლებიც ტრიბუნისკენ იყო მიქცეული, განლაგებული იყო სკამები (6).
ჩვეულებრივ, სინაგოგას ადგილობრივი მოსახლეობა უვლიდა. სინაგოგა რომ კარგ მდგომარეობაში ყოფილიყო და საჭიროების შემთხვევაში შეკეთებულიყო, ყველა, მდიდარი თუ ღარიბი, იღებდა ნებაყოფლობით შესაწირავებს.
-
-
სინაგოგა, სადაც იესო და მისი მოწაფეები ქადაგებდნენსაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 აპრილი
-
-
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
ეს მაკეტი პირველი საუკუნის ქალაქ გამლას სინაგოგის გეგმის მიხედვითაა გაკეთებული
-