-
ახლო აღმოსავლეთში სულიერი სინათლე ანათებსსაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 სექტემბერი
-
-
1936 წელს იოსებ რაჰალი, იეჰოვას ლიბანელი მოწმე, რომელიც წლების მანძილზე შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, ლიბანს ეწვია. მან ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა და ორი გრამაფონი ჩამოიტანა. ჩვენ ხმის გამაძლიერებელ სისტემას 1931 წელს გამოშვებულ ავტომანქანა ფორდზე ვაყენებდით, მთელ ლიბანსა და სირიაში ვმოგზაურობდით და სამეფოს შესახებ ცნობას დაშორებულ ტერიტორიებზე ვავრცელებდით. ხმის გამაძლიერებელი სისტემის საშუალებით ხმა 10 კილომეტრზე ისმოდა. ხალხი თავიანთი სახლების სახურავებზე ადიოდა, რადგან ეგონათ, რომ ხმა ზეციდან მოდიოდა. მინდორში მომუშავენი კი თავიანთ საქმეს ტოვებდნენ და უფრო ახლოს მოდიოდნენ მოსასმენად.
ჩემი ასეთი ერთ-ერთი საბოლოო მოგზაურობა იოსებ რაჰალთან ერთად 1937 წლის ზამთარში ალეპოში (სირია) შედგა.
-
-
ახლო აღმოსავლეთში სულიერი სინათლე ანათებსსაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 სექტემბერი
-
-
1937 წელს ტრიპოლში პეტროს ლაგაკოსი და მისი მეუღლე ჩამოვიდნენ. რამდენიმე წელში ჩვენ, სამმა, მთელი ლიბანი და სირია შემოვიარეთ; ხალხს სახლებში ვაკითხავდით და სამეფოს შესახებ ცნობას ვუზიარებდით. 1943 წელს, იმ დროისათვის, როდესაც ძმა ლაგაკოსი გარდაიცვალა, სულიერმა სინათლემ ლიბანის, სირიისა და პალესტინის ქალაქებისა და სოფლების უმეტესობაში შეაღწია. დროდადრო ოცდაათიოდე მოწმე გავუდგებოდით ხოლმე გზას მანქანით ან ავტობუსით ღამის 3 საათზე, რათა დაშორებულ ტერიტორიებზე გვექადაგა.
ორმოციან წლებში იბრაჰიმ ათია თარგმნიდა „საგუშაგო კოშკს“ არაბულად. მე კი ამ ჟურნალის ოთხ ხელნაწერ ასლს ვაკეთებდი და პალესტინელ, სირიელ და ეგვიპტელ მოწმეებს ვუგზავნიდი.
-