-
სირიული ფეშიტა — სარკმელი ბიბლიის უძველესი თარგმანების სამზერლადსაგუშაგო კოშკი — 2014 | 1 სექტემბერი
-
-
სირიული ფეშიტის ხუთწიგნეული, ახ. წ. 464 წელი, მეორე უძველესი დათარიღებული ბიბლიური ხელნაწერი
მე-5 საუკუნის დასაწყისისთვის ჩრდილოეთ შუამდინარეთში უფრო მასიურად დაიწყეს სირიული ბიბლიის გამოყენება. სავარაუდოდ, ახ. წ. მეორე ან მესამე საუკუნეში შესრულებულ ბიბლიის ამ თარგმანს აკლდა პეტრეს მეორე წერილი, იოანეს მეორე და მესამე წერილები, იუდას წერილი და გამოცხადების წიგნი. ეს თარგმანი „ფეშიტის“ სახელით გახდა ცნობილი, რაც ნიშნავს მარტივს ან გასაგებს. ფეშიტა ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ავტორიტეტული მოწმეა იმისა, რომ ბიბლიის ტექსტის გადაწერა ადრეული დროიდანვე ხდებოდა.
საინტერესოა ისიც, რომ ფეშიტის ერთ-ერთ ხელნაწერზე მითითებულია თარიღი, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 459-460 წლებს შეესაბამება, რის გამოც ის დღემდე მოპოვებულ ბიბლიის ხელნაწერთაგან უძველესი დათარიღებული ხელნაწერია. ახ. წ. დაახლოებით 508 წელს გაკეთდა ფეშიტის გადამუშავებული ვარიანტი. მასში ის გამოტოვებული ხუთი წიგნიც იყო, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ. ეს ნაშრომი „ფილოქსენეს თარგმანის“ სახელით გახდა ცნობილი.
სხვა სირიული ხელნაწერების აღმოჩენა
მე-19 საუკუნემდე ბერძნულ ენაზე შესრულებული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თითქმის ყველა ხელნაწერი მიეკუთვნებოდა მეხუთე საუკუნეს ან უფრო გვიანდელ პერიოდს. სწორედ ამ მიზეზის გამო მიაპყრეს განსაკუთრებული ყურადღება ბიბლიის მკვლევრებმა ისეთ ადრეულ თარგმანებს, როგორიცაა: ლათინური ვულგატა და სირიული ფეშიტა. იმ დროისთვის ზოგი თვლიდა, რომ ფეშიტა ძველი სირიული თარგმანის გადამუშავებული ვარიანტი იყო.
-
-
სირიული ფეშიტა — სარკმელი ბიბლიის უძველესი თარგმანების სამზერლადსაგუშაგო კოშკი — 2014 | 1 სექტემბერი
-
-
მე-19 საუკუნეში არსებულ ბიბლიის თითქმის ყველა თარგმანში 1 იოანეს 5:7-ს დამატებული ჰქონდა ცრუ ტრინიტარული სწავლება. თუმცა ეს დამატება არ გვხვდება არც უძველეს ბერძნულ ხელნაწერებში და არც ფეშიტაში, რაც იმის უდავო მტკიცებაა, რომ ეს ცრუ სწავლება მოგვიანებით ჩაამატეს ბიბლიაში.
-