საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კეთილი ცნობა სამოთხის შესახებ ტაიტიში
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ოქტომბერი
    • 1959 წელს ჩამოყალიბდა პირველი კრება.

  • კეთილი ცნობა სამოთხის შესახებ ტაიტიში
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ოქტომბერი
    • ჩასვლისას ვნახე, რომ ყველაფერი უნდა დამეფუძნებინა — „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა, თეოკრატიული სამსახურის სკოლა და ასე შემდეგ. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ იეჰოვას დაცვა და დახმარება. რამდენჯერმე ის საცხოვრებელი ადგილის პოვნაში დაგვეხმარა. მაშინ, როცა მოწინააღმდეგეთა ჯგუფები მოწმეების კუნძულიდან განდევნას ცდილობდნენ, ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეები ფეხზე დადგნენ და დაგვიცვეს. მართლაც, იეჰოვას თვალები ყოველთვის ჩვენსკენ იყო მოპყრობილი». ახლა ჰუაჰინეში ორი კრებაა: ფრანგული კრება, სადაც 23 მაუწყებელია, და ტაიტური, სადაც 55 მაუწყებელია.

  • კეთილი ცნობა სამოთხის შესახებ ტაიტიში
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ოქტომბერი
    • ათას ცხრაას სამოცდაცხრა წელს პენინსულაში სპეციალურ პიონერად ელენ მაპუ დაინიშნა. „პენინსულაში ძალიან ბევრი დაინტერესებული იყო და მოკლე დროის განმავლობაში ბიბლიის მრავალი შესწავლა დავიწყე“, — აღნიშნავს ელენი. ვაიროში მალე ჩამოყალიბდა პატარა კრება, მაგრამ აქ უხუცესების ნაკლებობა აღინიშნებოდა. ცოტა ხნის შემდეგ დახმარების აღმოჩენა შეძლო უხუცესმა კოლსონ დინმა, რომელიც იმ დროს 35 კილომეტრის მოშორებით, პაპარაში, ცხოვრობდა. „ძალიან კარგად უნდა ვყოფილიყავით ორგანიზებულები, ვაიროში რომ გვემსახურა, — იხსენებს ძმა დინი. — მე ფააში, ვაიროდან 70 კილომეტრის მოშორებით, კუნძულის მეორე მხარეს, ვმუშაობდი. სამუშაოს მერე სასწრაფოდ სახლში უნდა მივსულიყავი, რათა წამეყვანა ოჯახის წევრები და ვაიროში წავსულიყავი. მოგვიანებით სამუშაოს გამო ფააში გადასვლა მოგვიწია. შევძლებდით თუ არა კიდევ ვაიროს კრების მხარდაჭერას? ჩვენ მთელი გულით გვსურდა, დავხმარებოდით იქაურ ძმებს და ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა იქ მსახურება. იმ დღეებში, როცა კრება გვქონდა, შუაღამემდე იშვიათად მივდიოდით სახლში, ვინაიდან სახლებში ვანაწილებდით უმანქანო და-ძმებს. ამას ხუთი წლის განმავლობაში ვაკეთებდით. დიდად სასიამოვნოა, როცა კუნძულის ამ ნაწილში დღეს 4 კრებას ვხედავთ და სიყვარულით ვიგონებთ წარსულ დღეებს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება