საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიირთვით ჩინური ჩაი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | ნოემბერი 8
    • ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც გავიგეთ, რომ ულუნგის ჩაის და მწვანე ჩაის გაშრობის წინ წნეხავდნენ და გრეხდნენ. წარსულში ამას ხშირად შემდეგნაირად აკეთებდნენ: ჩაის ტომარაში ყრიდნენ და ფეხებით იქით–აქეთ აგორებდნენ. დღეს, რასაკვირველია, ამ პროცესს სპეციალური მანქანა ასრულებს. ახლა უკვე გასაგებია, თუ რატომ იშლება და მთელ ჩაიდანს ავსებს მასში ჩაყრილი ჩინური ჩაის მცირე რაოდენობა მას შემდეგ, რაც ამ ჩაის დაასხამენ მდუღარე წყალს. ძალიან გაგვაოცა იმის გაგებამაც, რომ კარგი ჩაი საკმაოდ ძვირი ღირს. ჩვენ გაგვიმასპინძლდნენ ჩინებული ულუნგის ჩაით, რომელიც 600 გრამი დაახლოებით 45 დოლარი ღირს.

  • მიირთვით ჩინური ჩაი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | ნოემბერი 8
    • ძალიან პოპულარული ულუნგის ჩაის შემთხვევაში ფერმენტაცია ნატურალური სახით ხდება — ჩაის ფოთლებს მოკრეფის შემდეგ დიდ, თითქმის ბრტყელ კალათებზე ალაგებენ. სასურველ დონემდე ფერმენტაციის მიღწევის შემდეგ ჩაის ფოთლებს დაახლოებით 120 გრადუსამდე გახურებულ ჭურჭელზე ყრიან და გამუდმებით ურევენ. ამგვარად ფერმენტაციის პროცესის შეჩერება ხდება. შედეგად მიიღება საუცხოო ჩაი, რომელსაც შაქრის, რძისა თუ ლიმონის დამატების გარეშე მიირთმევენ.

  • მიირთვით ჩინური ჩაი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | ნოემბერი 8
    • [სურათი 27 გვერდზე]

      ულუნგის ჩაი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება