საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გონივრული მიდგომა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • მოიყვანე არგუმენტები. პავლე მოციქული თესალონიკეს სინაგოგაში არ შემოფარგლულა მსმენელებისთვის ავტორიტეტული წმინდა წერილების წაკითხვით. როგორც ლუკა გვაუწყებს, პავლე მათ წაკითხულს უხსნიდა, უმტკიცებდა და მის პრაქტიკულ ღირებულებას ანახვებდა. ამის შედეგად „ზოგმა მათგანმა ირწმუნა და პავლესა და სილას შეუერთდა“ (საქ. 17:1—4).

      ასეთი მიდგომა ყოველთვის ეფექტურია იმისდა მიუხედავად, თუ ვინ არის შენი მსმენელი. როდესაც თანამშრომლებს, თანაკლასელებს, ნათესავებს თუ უცნობებს უქადაგებ, ბიბლიის შესწავლას ატარებ ან კრებაში მოხსენებით გამოდიხარ, სწორედ ასე უნდა იმსჯელო. ბიბლიური მუხლი, რომელსაც კითხულობ, შეიძლება შენთვის სავსებით გასაგები იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვისთვისაც გასაგები იქნება. მუხლის ახსნისას შენი ნათქვამი შეიძლება დოგმატურად ჟღერდეს. დაგეხმარებოდა ამის თავიდან აცილებაში მუხლიდან ძირითადი სიტყვების გამოყოფა და მათი მნიშვნელობის ახსნა? შეგეძლო კონტექსტიდან ან სხვა მუხლიდან მოგეყვანა დამამტკიცებელი აზრი? რაიმე მაგალითით ხომ არ დაარწმუნებდი მსმენელს ნათქვამის სისწორეში? იქნებ შეკითხვები დაეხმარებოდა მსმენელებს მასზე მსჯელობაში? ასეთი გონივრული მიდგომით კარგ შთაბეჭდილებას დატოვებ მსმენელებზე და ბევრ რამეზე დააფიქრებ მათ.

  • დამაჯერებელი არგუმენტაცია
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული არგუმენტები. ჩვენ საკუთარი აზრების მასწავლებლები კი არ უნდა ვიყოთ, არამედ ხალხს ბიბლიიდან ნასწავლი უნდა გადავცეთ. სწავლებაში გვეხმარება „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებული პუბლიკაციები, რომლებიც წმინდა წერილების საფუძვლიანი გამოკვლევის შესაძლებლობას გვაძლევს. შედეგად, ჩვენ ბიბლიაზე ვამახვილებთ სხვების ყურადღებას. ამ დროს ჩვენი მიზანი საკუთარი სიმართლის დამტკიცება კი არ არის, არამედ იმის თავმდაბლურად ჩვენება, თუ რა არის ბიბლიაში ნათქვამი. ჩვენ ვეთანხმებით იესოს, რომელმაც ლოცვაში უთხრა მამას: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17). ყველაზე ავტორიტეტული იეჰოვას, ცისა და დედამიწის შემოქმედის, სიტყვაა. ამიტომაც, ჩვენი არგუმენტები დამაჯერებელი რომ იყოს, ისინი მის სიტყვაზე უნდა დავაფუძნოთ.

      ზოგჯერ შეიძლება საუბარი მოგიწიოს ისეთ ადამიანთან, რომელიც ბიბლიას არ იცნობს ან მას ღვთის სიტყვად არ აღიარებს. ასეთ შემთხვევებში გონივრულად უნდა განსაზღვრო, როდის და როგორ გამოიყენო ბიბლიური მუხლები. მაგრამ უნდა შეეცადო, შეძლებისდაგვარად, მალევე გაამახვილო მოსაუბრის ყურადღება ინფორმაციის ამ ავტორიტეტულ წყაროზე.

      შეიძლება იმის თქმა, რომ სათანადო ბიბლიური მუხლის წაკითხვა თავისთავად დამაჯერებელი არგუმენტის მოყვანაა? ყოველთვის არა. ზოგჯერ საჭიროა, ყურადღება გაამახვილო კონტექსტზე, რათა მსმენელს დაანახვო, რომ ბიბლიური მუხლი ნამდვილად ადასტურებს შენს ნათქვამს. თუ ბიბლიური მუხლიდან მხოლოდ პრინციპს იყენებ და კონტექსტი საუბრის თემას საერთოდ არ უკავშირდება, სხვა არგუმენტების მოყვანაც დაგჭირდება. შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სხვა ბიბლიური მუხლების მოყვანაც, რითაც მსმენელს დაარწმუნებ, რომ შენი ნათქვამი ნამდვილად ბიბლიაზეა დაფუძნებული.

      არ გააზვიადო მუხლში მოცემული აზრი. ყურადღებით წაიკითხე ის. შეიძლება მუხლი ნამდვილად უკავშირდება თქვენი საუბრის თემას, მაგრამ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, თუ მსმენელი დაინახავს, რომ მასში მოცემული აზრი ადასტურებს შენს ნათქვამს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება