-
გულისყურით მოეკიდე სწავლებასსაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 მარტი
-
-
ეფესელთა 4:11–13-ის თანახმად, კრებაში დანიშნული არიან მამაკაცები იმ მიზნით, რომ იმსახურონ ‘მწყემსებად და მოძღვრებად, რათა სრულყონ წმიდანი მსახურების საქმისათვის — ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად’. ზოგჯერ მათ სწავლებაში ‘მთელი სულგრძელობით მხილება, შერისხვა და შეგონებაც შედის (2 ტიმოთე 4:2). მასწავლებლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კორინთელების მიმართ წერილში პავლე მას უშუალოდ მოციქულობისა და წინასწარმეტყველობის შემდეგ ასახელებს (1 კორინთელთა 12:28, აფ).
-
-
გულისყურით მოეკიდე სწავლებასსაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 მარტი
-
-
ისინი დარწმუნდნენ
5, 6. ა) რა განსხვავებაა ჭეშმარიტ ქრისტიანობასა და ცრუ თაყვანისმცემლობას შორის? ბ) როგორ ეხმარებიან უხუცესები თანაქრისტიანებს ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში?
5 ჭეშმარიტი ქრისტიანობა სრულიად განსხვავდება ცრუ რელიგიებისგან, რომელთაგანაც მრავალი მრევლის აზროვნების მართვას ცდილობს. დედამიწაზე იესოს ყოფნისას რელიგიური წინამძღოლები ადამიანების მიერ დადგენილი ტრადიციებით ხალხის ყოველდღიური ყოფის თითქმის ნებისმიერ სფეროში ცდილობდნენ ჩარევას (ლუკა 11:46). ძალიან ხშირად ასევე მოქმედებს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებაც.
6 მაგრამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ‘წმიდა მსახურებაა’, რომელსაც ‘გააზრებულად’ ვასრულებთ (რომაელთა 12:1, აქ). იეჰოვას მსახურები ‘რწმუნდებიან’ სანამ ირწმუნებენ (2 ტიმოთე 3:14, აქ). ზოგჯერ კრების კარგად ფუნქციონირებისთვის ხელმძღვანელებს შეიძლება გარკვეული მითითებებისა და რჩევების მიცემა დასჭირდეთ. მაგრამ უხუცესები არ ცდილობენ თანაქრისტიანების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას, არამედ ასწავლიან ‘კეთილისა და ბოროტის გარჩევას’ (ებრაელთა 5:14). უხუცესები ამას ძირითადად კრებაში ‘რწმენის სიტყვებითა და კეთილი სწავლით’ აკეთებენ (1 ტიმოთე 4:6).
-