-
მას ესმის ჩვენი გულისტკივილისაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 მაისი
-
-
ბიბლიაში ვკითხულობთ: «როდესაც იესომ დაინახა, რომ ისიც [მარიამი] ტიროდა და მასთან ერთად მისული იუდეველებიც, სულით ამოიოხრა და აფორიაქდა. შემდეგ იკითხა: „სად დაასვენეთ?“ მიუგეს: „უფალო, მოდი, ნახე“. იესო აცრემლდა» (იოანე 11:33—35). რატომ აცრემლდა იესო? მართალია, მისი საყვარელი მეგობარი მკვდარი იყო, მაგრამ ის ხომ მალე მკვდრეთით აღადგენდა მას?! (იოანე 11:41—44). მაშ, კიდევ რას შეიძლებოდა ემოქმედა იესოს გრძნობებზე?
კიდევ ერთხელ მიაქციეთ ყურადღება ზემოთ მოყვანილ სიტყვებს. შენიშნეთ, როდესაც იესომ დაინახა, რომ მარიამი და მასთან მისულები ტიროდნენ, მან „ამოიოხრა და აფორიაქდა“. დედანში გამოყენებული სიტყვები აქ მძაფრ გრძნობებზე მიუთითებსa. იესო ნანახმა ძალიან შეძრა. სწორედ მის ძლიერ განცდაზე მიუთითებს ის, რომ იესო აცრემლდა. აშკარაა, რომ იესომ გულთან ახლოს მიიტანა სხვების ტკივილი.
-
-
მას ესმის ჩვენი გულისტკივილისაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 მაისი
-
-
a ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „აცრემლდა“, ხშირად მიუთითებს „უხმო ტირილზე“, ხოლო ის სიტყვა, რომელიც მარიამისა და მასთან მისულების ტირილს აღწერს, შეიძლება „ხმით ტირილსა და გოდებაზე“ მიუთითებდეს.
-