საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ახალგაზრდებს დახმარება სჭირდებათ
    გამოიღვიძეთ! — 2007 | მარტი
    • მნიშვნელოვანი ცვლილებები საზოგადოებაში

      ბოლო წლებში ტექნიკის განვითარებამ ძირეული ცვლილებები გამოიწვია, რამაც დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდებზე. მაგალითად, მრავალ ქვეყანაში მობილური ტელეფონი და კომპიუტერი მოზარდთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

  • ახალგაზრდებს დახმარება სჭირდებათ
    გამოიღვიძეთ! — 2007 | მარტი
    • ცოტა თუ უარყოფს იმას, რომ მობილურ ტელეფონს და ინტერნეტს მრავალმხრივ მოაქვს სარგებლობა. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, მრავალ ადამიანს მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ რობერტსი აღნიშნავს, რომ ზოგ სტუდენტს „ლექციებს შორის შესვენების დროს, ათიდან თერთმეტ საათამდე, არ შეუძლია, რომ მობილურზე რამდენიმე წუთი მაინც არ ილაპარაკოს. როგორც ვატყობ, ისინი დისკომფორტს გრძნობენ, თუ არავის ესაუბრებიან“.

      ზოგი ახალგაზრდა აღიარებს, რომ მიჯაჭვულია მობილურს და ინტერნეტს. 16 წლის სტეფანი ამბობს: „მობილურს თითქმის ხელიდან არ ვუშვებ — ხან ვლაპარაკობ, ხან შეტყობინებებს ვგზავნი. ამის წყალობით მეგობრებთან მუდმივი კავშირი მაქვს. როცა სახლში ვბრუნდები, მაშინვე ინტერნეტში შევდივარ და გვიანობამდე, ზოგჯერ დილის 3 საათამდე ვარ ჩართული“. ამის გამო, სტეფანის სატელეფონო გადასახადი ყოველთვიურად 100—500 დოლარს შეადგენს. „დღემდე ჩემს მშობლებს, ყოველთვიური გადასახადის გარდა, 2 000 დოლარზე მეტი აქვთ გადახდილი ჩემი გულისთვის. მიუხედავად ამისა, იმდენად შევეჩვიე მობილურს, რომ მის გარეშე უკვე ვეღარ ვძლებ“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება