-
იეჰოვას დიდი და საოცარი საქმეებიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლნარევი. ისინი, ვინც იმარჯვებს მხეცზე, მის ქანდაკებასა და მისი სახელის რიცხვზე, მინის ზღვასთან იდგნენ ღვთის ქნარებით“ (გამოცხადება 15:2).
5. რას წარმოადგენს „მინის ზღვა, ცეცხლნარევი“?
5 „მინის ზღვა“ ის ზღვაა, რომელიც იოანემ ცოტა ხნით ადრე ღვთის ტახტის წინ იხილა (გამოცხადება 4:6). ის ჰგავს ჩამოსხმულ ზღვას (წყლის ავზს), რომელიც სოლომონის ტაძარში იდგა და საიდანაც მღვდლები წყალს იღებდნენ დასაბანად (1 მეფეები 7:23). ის წარმოადგენს ‘განსაბან წყალს’, ღვთის სიტყვას, რომლითაც იესო წმენდს ცხებულ მღვდელთა კრებას (ეფესოელები 5:25, 26; ებრაელები 10:22).
-
-
იეჰოვას დიდი და საოცარი საქმეებიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
6. ა) ვინ არიან მინის ზღვის წინ მდგომი მომღერლები და საიდან ვიცით ეს? ბ) როგორ იმარჯვებენ ისინი?
6 ჩამოსხმული ზღვა, რომელიც სოლომონის ტაძარში იდგა, მღვდლებისთვის იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ზეციერი მინის ზღვის წინ მდგომი მომღერლები სამღვდელოების წარმომადგენლები არიან.
-
-
იეჰოვას დიდი და საოცარი საქმეებიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
7. როგორ იყენებდნენ ქნარს ძველ ისრაელში და რა განწყობას გვიქმნის „ღვთის ქნარები“?
7 ამ ერთგულ გამარჯვებულებს „ღვთის ქნარები“ უჭირავთ. ამით ისინი ჰგვანან ძველად ტაძარში მომსახურე ლევიანებს, რომლებიც ქნარების თანხლებით უმღეროდნენ იეჰოვას და თაყვანს სცემდნენ მას. ზოგიერთები ქნარების თანხლებით წინასწარმეტყველებდნენ (1 მატიანე 15:16; 25:1—3).
-