-
იეჰოვას „თქვენს თავზე თმებიც დათვლილი“ აქვსსაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
-
-
4. რა მდგომარეობასთან უწევდა პავლეს გამკლავება და რა გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენზე განსაცდელს, რომელსაც არა და არ ეღება ბოლო?
4 დაფიქრდით პავლე მოციქულის შემთხვევაზე. „სხეულში ეკალი მომეცა, სატანის ანგელოზი, რომ სახეში მირტყას, — დაწერა მან და შემდეგ დასძინა, — სამჯერ შევევედრე უფალს, რომ მოეშორებინა იგი“. იეჰოვამ მოისმინა მისი ვედრება. მაგრამ ღმერთმა პავლეს დაანახვა, რომ მის პრობლემას სასწაულებრივი სახით არ გადაჭრიდა. ნაცვლად ამისა, „სხეულში ეკალთან“b გასამკლავებლად პავლე ღვთის ძალას უნდა მინდობოდა (2 კორინთელები 12:7—9). პავლეს მსგავსად, შეიძლება თქვენც დგახართ განსაცდელის წინაშე, რომელსაც არა და არ უჩანს ბოლო. შესაძლოა ფიქრობთ: „ერთი შეხედვით, იეჰოვა არაფერს აკეთებს ჩემს განსაცდელთან დაკავშირებით. იქნებ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ვერ ხედავს ჩემს მდგომარეობას და არ ზრუნავს ჩემზე?“ ამ კითხვაზე პასუხად დაბეჯითებით შეიძლება ითქვას „არა“!
-
-
იეჰოვას „თქვენს თავზე თმებიც დათვლილი“ აქვსსაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
-
-
b ბიბლიაში ზუსტად არ არის ნათქვამი, თუ რა იყო „სხეულში ეკალი“. პავლე შეიძლება ებრძოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას, მაგალითად სუსტ მხედველობას. ფრაზა „სხეულში ეკალი“ შეიძლება მიუთითებდეს ცრუმოციქულებზე, რომლებიც კრიტიკულად ეკიდებოდნენ პავლეს მოციქულობას და მსახურებას (2 კორინთელები 11:6, 13—15; გალატელები 4:15; 6:11).
-